საგურამოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი გაიხსნა

2017 წლის 27 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი გაიხსნა, რომელსაც ადმინისტრირებას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაუწევს. ცენტრის აშენება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა იაპონიის საელჩოს, ლიბერთი ბანკისა და მაკლეინის ასოციაციის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

დღის ცენტრით სარგებლობა შეეძლებათ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე სრულწლოვან პირებს. ცენტრის მომსახურება მოიცავს ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას, ფსიქოლოგისა და ოკუპაციური თერაპევტის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას.

დღის ცენტრის გახსნას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე ესწრებოდნენ.

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლია კილაძემ ორგანიზაციის სახელით იაპონიის საელჩოს, ლიბერთი ბანკსა და მაკლეინის ასოციაციას დღის ცენტრის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადასცა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content