განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა კონკურსის “საქართველოს მოხალისე 2020” საუკეთესო მოხალისის ნომინაციაში გამარჯვებული – ლიკა ბედინაშვილი და კონკურსის „მოხალისეობის ისტორია საქართველოში” საუკეთეოსო ესეს ავტორის ნომინაციაში გამარჯვებულები – გვანცა ძიძიგური და მზექალა რომანაძე დააჯილდოვა.
კონკურსები პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს მოხალისეობის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
პროექტი ხორციელდება “კონრად ადენაუერის ფონდის” (KAS) მიერ, “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან” (CSI), “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან” (CTC), “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან” (CSRDG) და “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან” (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია “კონრად ადენაუერის ფონდი”.