საქართველოს ახალზრდული ფორუმი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა 23–25 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე–11 ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმი მიზანად ისახავდა ახალგაზრდობის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართვას ახალგაზრდული პოლიტიკის პროცესებსა და მონიტორინგში.

ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები. გაიმართა პრეზენტაციები და პლენარული დისკუსიები.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს მოხალისეობის ახალი პლატფორმის შექმნისა და 10 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ახალგაზრდული საბჭოების ფორმირების/გაძლიერების პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა მოეწყო ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელთან რევაზ ჩარკვიანთან და ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდული მოხალისეობისა და საბანაკე ხელმისაწვდომობის სერვისების მიმართულების ხელმძღვანელთან ირმა გიორგობიანთან. შეხვედრაზე ЕDEC-ის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ახალგაზრდობის სააგენტოსთან დაიგეგმა ახლიშნული მიმართულებებით მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content