განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) თანამშრომლობით განხორციელებული სტაჟირების პროგრამა დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში სეუ–ს ფსიქოლოგიის ბაკალავრისა ისე მაგისტრატურის სტუდენტებმა 200 საათიანი სტაჟირების პროგრამა საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ გაიარეს.
სტაჟირების პროგრამის მიზანია, მოამზადოს დღის ცენტრების მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, შესაბამისი პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი. პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი სპეციალისტის მომზადებას, რომელიც ორიენტირებულია უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და შეუძლია სიახლეების მიღება და პრაქტიკაში დანერგვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობისას.
სეუ-ს 4-მა სტუდენტმა წარმატებით გაართვა თავი პრაქტიკულ მუშაობას, ჩააბარა ტესტირება და წარმოადგინა შემაჯამებელი პრეზენტაცია, რომელსაც როგორც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, ასევე სეუს- წარმომადენლებიც ესწრებოდნენ.
სტაჟირებაში ჩართულ პირებს სერტიფიკატები გადაეცათ. სტაჟირების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და სტუდენტებს კვლავ მისცემს შესაძლებლობას თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განიმტკიცონ.