საქველმოქმედო ფონდის „ალილო 2015“ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) თანამშრომლობით, 26 ივლისს ქუთაისში ქართველი ვეტერანების შვილებმა უკრაინელ მეგობრებს უმასპინძლეს, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონაში ცხოვრობენ და მათი მშობლები ჩართული არიან, ან იყვნენ ანტიტერორისტულ ოპერაციებში.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინელი სტუმრები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს და სათაფლიის მღვიმეს ესტუმრნენ.
უკრაინელი სამხედროების შვილები საქართველოში 16 ივლისს პროექტის „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ ფარგლებში ჩამოვიდნენ. პროექტს საქველმოქმედო ფონდი „ალილო 2015“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „დემოკრატიული ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი – სინერგია” ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას უკრაინასა და მსოფლიოში. ასევე, საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავებას, უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებას და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების რეაბილიტაციას.
პროექტი მესამე წელია ხორციელდება. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, 20 სტუმარი უკრაინიდან 10 დღის განმავლობაში აჭარაში იმყოფებოდა, სადაც აჭარის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს გაეცნენ და მაღალმთიან აჭარას ეწვივნენ.
პროექტის სპონსორები არიან: ოქროს სპონსორი – „ORBI GROUP”, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია; შუახევის მუნიციპალიტეტის მერია; ხულოს მუნიციპალიტეტის მერია; ქედის შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე; შპს ,,ატრაქციონი”; შპს ,,VITA”; შპს „აჭარული სახლი“.
პროექტის მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობის აპარატი; აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო; ქალაქ ბათუმის საკრებულო; სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველო; ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი; იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია; ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი; „TRAVEL SERVICE”; შპს „ნიუ პიერ ბათუმი“; უკრაინის ქალაქ ხერსონის მერია ლვოვის ოლქი; ა/ო „ჩემი მამა იცავს უკრაინას”.