21 დეკემბერს TBC გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო” წლის შემაჯამებელი ღონისძიება „ჩვენი ამბების ნაძვის ხე” გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მეგობრობის ნაძვის ხე, სადაც გამოიფინა დღის ცენტრის და მეგობარი ორგანიზაციების მეგობრობისა და თანამშრომლობის ისტორიები.
ღონისძიება მაკდონალდსმა სახის მოხატვისა და ბუშტების აქციით გაალამაზა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცა.
წმ. სერაფიმ საროველის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელმა სოფიო ბაძგარაძემ დღის ცენტრი სხვადასხვა საჭიროებებისთვის თანხით დაასაჩუქრა.
დღის ცენტრის ბიბლიოთეკას გაზეთმა P.S.-მა წელსაც შემატა წიგნები.
თოვლის ბაბუასთვის მიწერილი სურვილები კი ბავშვებს ორგანიზაცია „მშობლები საქართველოს მომავლისთვის” აუსრულა.
ბურთები, თოჯინები, მანქანები, საათები სპეციალურად მოწვეულმა თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა გადასცეს პატარებს.
ღონისძიების დასარულს დღის ცენტრმა „ჯადოსნური სამყარო” მეგობრობის ვარსკვლავი აანთო.