ქუთაისში ინკლუზიური განათლების ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაცია შედგა

პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად (CISI)“ ფარგლებში, 15-16 აპრილს ქუთაისში სკოლების, უნივერსიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და განათლების განვითარების და დასაქამების ცენტრის მიერ შედგენილი ახალი სასწავლო კურსის “სპეციალური და ინკლუზიური განათლების საფუძვლები” პრეზენტაცია გაკეთდა.

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.

პროექტი ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. შედეგად, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ცოდნა და უნარები.

პროექტში ჩართულია: ოთხი ქართული უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ოთხი უცხოური უნივერსიტეტი – Transilvania University of Brașov UTBv; Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW, UW და Philipps-Universität Marburg, UMR; სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მუშაობენ – განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content