საგურამოს დღის ცენტრში 5 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

30 ივლისს, საგურამოში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონის“ 5 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნა. მოწვეული სტუმრების წინაშე ანგარიშით წარსდგა EDEC-ის ბავშვთა დაცვის პროგრამების მენეჯერი სოფიო კუპატაძე და გასული 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე სიტყვა წარმოთქვეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ,  სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირა და ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მოწვეული სტუმრებისთვის საკუთარი ხელით, ადგილზე დაამზადეს სუვენირები. ღონისძიების ბოლოს კი სტუმრებს ტკბილეულითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდნენ.

„დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური რეაბილიტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სწორი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რასაც „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ ადმინისტრირებული დღის ცენტრი „იალონი“ უკვე 5 წელია ემსახურება. მსურს მადლობა გადავუხადო EDEC-ს ხარისხიანი სოციალური სერვისების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ  აქტიურად გავაგრძლებთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას მოწყვალადი ჯგუფების გაძლიერებისთვის,“ – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

„დღის ცენტრი „იალონი“  6-დან 18 წლამდე ასაკის და 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (შშმ) ბავშვებსა და პირებს „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო“ პროგრამის  ფარგლებში რეაბილიტაციისა და აბილიტაციის მომსახურებას 2017 წლიდან აწვდის. ჩვენი მიზანია ბენეფიციარების აკადემიური, ფუნქციური და სოციალური უნარების განვითარების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. გვსურს მადლობა გადავუხადოთ სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და კერძო სექტორს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა დღის ცენტრის ოპერირება და სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელება,“ – აღნიშნა ლიკა კილაძემ.

2024 წლის 16 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯ “კონსტრუქტ2” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის
„პროექტის განხორციელებით ახალგაზრდები გაანალიზებენ მოხალისეობის არს და მნიშვნელობას პიროვნების განვითარებასა და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ასევე, პროექტის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა თანატოლების ინტერესის შესაბამისად
2024 წლის 17 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯ “განთიადის” სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის
Skip to content