წარმატების ისტორია შიდა ქართლიდან

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს. 

თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის 6 აგვისტოს პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელი ქსუისიდან ერთი თვის ბავშვთან ერთად ომს გამოვექეცი და მას შემდეგ, ოჯახთან ერთად ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობ. 

დასაქმების პროექტისა და  ორგანიზაციის სერვისების შესახებ ინფორმაცია სოფელ ხურვალეთში, ერთ- ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე შევიტყვე. ადგილზევე გავიარე ინდივიდუალური კონსულტაცია. დასაქმების კონსულტანტებმა იმ დღესვე შემომთავაზეს  დასაქმება საწარმო ფუდ ალიანსში მცხობელის პოზიციაზე, რაც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გორის ფილიალი თავიდან ბოლომდე  ჩართული იყო,  როგორც გასაუბრების, ისე დამსაქმებელსა და ჩემ შორის კომუნიკაციის პროცესში.  სწორედ ცენრის წარმომადგენლები დამეხმარენ გასაუბრებამდე გამეარა  CV ტრენინგი, შემესწავლა გასაუბრების ტექნიკები და წარმატებით დავსაქმებულიყავი. დღემდე სტაბილურად ვმუშაობ  საწარმოში  და ვფიქრობ ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელი ვარ.  

სამსახურში მისასვლელად  ყოველ დღე დიდი მანძილის გავლა მიწევს, რადგან სოფელში სამუშაო ადგილები, ფაქტობრივად არ არსებობს. გზაში 45 წუთი მაინც ეკარგება, რასაც, თავის მხრივ, ტრანსპორტის ხარჯებიც სდევს, თუმცა იმის გამო  რომ ჩემთვის სამსახური ძალიან ძვირფასია, მზად ვარ ამ დაბრკოლებების გადასალახად.  

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content