24 ნოემბერს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება (ჰაუსმასტერი 3)” ფარგლებში ონლაინ ტრენინგი დაიწყო

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება (ჰაუსმასტერი 3)” ფარგლებში, 24 ნოემბერს, თემაზე: „შენობა–ნაგებობების ტექნიკური მართვა“ ონლაინ ტრენინგი დაიწყო.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), მცირე და საშუალო მეწარმეთა ქსელის – Hanse Parlament e.V. (Hamburg) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ (CHCA) მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ტრენინგს ატარებენ EBZ-ის – „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისთვის“ გერმანელი ექსპერტები. ტრენინგში მონაწილეობა სრულიად უფასოა. სამუშაო ენაა ქართული და გერმანული. მონაწილეები ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ EBZ-ის გერმანულენოვან სერტიფიკატს მიიღებენ.

ტრენინგის მიზანია შენობა-ნაგებობის ტექნიკური მენეჯერის (ჰაუსმასტერი) პროფესიული მოვალეობების, შენობა-ნაგებობის მოვლის გერმანული მოდელის გაცნობა და ობიექტის მოვლისა და ექსპლუატაციის პირობების უზრუნველყოფის შესწავლა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გამოაცხადა კონკურსი, რომელმაც მაღალი ინტერესი გამოიწვია საქართველოში არსებულ სამშენებლო კომპანიებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და ბინათმესაკუთრეთა შორის. ორგანიზაციამ შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია 30 მონაწილე, რომლებიც ტრენინგს ესწრებიან.

ვინ არის ჰაუსმასტერი? – ის, ვისაც აქვს ცოდნა და უნარი იზრუნოს შენობის უსაფრთხოებაზე, კომუნიკაციისა და ენერგოეფექტურობის სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე, ვინც პროფესიონალურად იკვლევს საცხოვრებელი კორპუსის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და იქ მცხოვრებ პირებს უქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

 „EDEC-მა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჰაუსმასტერის პროფესიის დანერგვა 2018 წელს დაიწყო. ჰაუსმასტერის, ანუ შენობა-ნაგებობის ტექნიკური მენეჯერის გადამზდება ეფუძნება გერმანულ გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც შემუშავდა სრულიად ახალი ქართული საგანმანათლებლო მოდულები. ტრენინგზე მონაწილეები სიღრმისეულად ეცნობიან ჰაუსმასტერის პროფესიასა და მის მოვალეობებს, კორპუსის მაცხოვრებლებთან კომუნიკაციისთვის საჭირო უნარებს, პრიორიტეტების განსაზღვრისა და საერთო ქონების ეფექტიანად მოვლა–პატრონობის გერმანულ გამოცდილებას. ვფიქრობ, ტრენინგი მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს საქართველოში ჰაუსმასტერის პროფესიის დანერგვასა და საერთო უძრავი ქონების მოვლისა და მართვის კულტურის ამაღლებაში,”– აღნიშნა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძემ.

პროექტის მიზანია ზრუნვაზე ორიენტირებული ახალი სერვისების მხარდაჭერა და ჰაუსმასტერის (შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მენეჯერი) პროფესიის დანერგვა საქართველოში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content