3 ქალაქში მშობელთა კლუბების წლის შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა

ქუთაისის, სამტრედიისა და თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში ბენეფიციართა მშობლების წლის შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა.


შეხვედრებზე განხილული იყო მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, გაწეული მომსახურებები და გამოვლენილი საჭიროებები. მშობლებმა/მეურვეებმა წლის განმავლობაში მიღებული სერვისების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაცვალეს და ცენტრების მიმართ ღია უკუკავშირი დააფიქსირეს.

ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები, განსაზღვრეს პრიორიტეტები და შექმნეს მომავალ წელს განსახორციელებელი აქტივობების პროგრამული მონახაზი.


აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს ბენეფიციართა ყოველდღიური აქტივობების დახვეწას, მათი სოციალური, საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარების განვითარებისათვის აუცილებელ სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებათა წახალისებას, რაც საბოლოო ჯამში სერვისის ხარისხზე აისახება.


დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content