ნანა წოწონავა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2017 წლიდან შეუერთდა. ის განათლების პროგრამის კოორდინატორი იყო და ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტების განვითარებასა და კოორდინირებიაზე ზრუნავდა. ამ პოზიციის დაკავებამდე ნანა EDEC-ის ფონდების მოძიების კოორდინატორი იყო და ორგანიზაციის პროგრამული მიმართულებების მიხედვით რესურსების მობილიზებაზე და ფონდების მოძიებაზე ზრუნავდა. 2021–2023 წლებში, ნანა პროექტის “ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად” მენეჯერი იყო. ამჟამად, ის პროექტის “უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით” მენეჯერის პოზიციას იკავებს.
ნანა 15 წლის განმავლობაში საბანკო სექტორში მუშაობდა. თავდაპირველად „თიბისი ბანკში“ უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე, მოგვიანებით კი, „ბანკი რესპუბლიკას“ საოპერაციო ჯგუფის უფროსი იყო. აქვს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ საზოგადოებრივი პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ნანამ აკადემიური განათლება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. ასევე ბიზნესისა და მართვის სპეციალობას დაეუფლა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.