თეა შელია დაარსების დღიდან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის თანამშრომელია. ორგანიზაციაში იგი ცენტრის პროექტების განხორციელების პროცესში სხვადასხვა პოზიციიდან იყო ჩართული. 2018 წლიდან პროგრამის „მომავლის თაობა“ კოორდინატორი იყო იმერეთის რეგიონში. პროგრამის დასრულების შემდეგ ის იყო დასაქმების კონსულტანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში. ამჟამად თეა USAID – ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროეტის კოონდინატორია.
აკადემიური განათლება თეა შელიამ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში ბიოტექნოლოგიის სპეციალობით მიიღო. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იგი არაერთი მოკლე სასწავლო პროგრამის მონაწილე იყო. სწავლობდა პროექტის ციკლის მართვას ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში. ჩართული იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტში „ვის ეშინია ფემინიზმის“ და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.