ნინო მეგრელიშვილი

პროექტის კოორდინატორი

ნინო მეგრელიშვილი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წელს შეუერთდა. მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში, კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მოვალეობებს წარმატებით გაართვა თავი. 2021–2023 წლებში,  ნინო იყო დასაქმების კონსულტანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში. ამჟამად, ის როექტის “უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით” კოორდინატორის პოზიციას იკავებს.

სხვადასხვა დროს ის ქალთა სათემო ორგანიზაციის „ნიქოზი“ პროექტის „ქალების მხარდაჭერა ნიქოზის და შინდისის თემში“ პროექტის ხელმძღვანელი იყო. ასევე მუშაობდა გარემოსდაცვითი პროექტის „მწვანე კედელი“ მენეჯერად. აქვს ქალთა დასაქმების ხელშემწყობ ორგანიზაციაში „ამაგდარი“კონსულტანტად მუშაობის გამოცდილებაც.ნინო მეგრელიშვილმა აკადემიური განათლება გორის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფილოლოგიის სპეციალობით მიიღო. მაგისტრის ხარისხი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციალური სამუშაოს პროფილით მიენიჭა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ნინოს არაერთ ტრენინგში იყო ჩართული. მონაწილეობა აქვს მიღებული უკრაინისა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  გამართულ კონფერენციაში, სადაც ოჯახში ძალადობის აღქმისას გენდერულ განსხვავებებზე ისაუბრა.

Skip to content