საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრს “იალონი” მომღერალი ნინო ბაშარული და მისი მეგობრები ეწვივნენ, ბენეფიციარებს სიმღერებით გაულამაზეს დღე და საჩუქრები მიართვეს.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და საგურამოს დღის ცენტრებს. დღის ცენტრები ინდივიდუალურ, ფუნქციონალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებზე მორგებულ მომსახურებას აწვდის 6-18 წლის ასაკის ათეულობით ბავშვს და მათ ოჯახებს.
დღის ცენტრების ოპერირება რეგულაციების სრული დაცვით ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.