13 ოქტომბერს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს პროექტის მიზნები და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნო. შეხვედრის მეორე ნაწილში პარტნიორი კოლეჯის „კონსტრუქტ2“ ხარისხის მართვის მენეჯერმა თამთა კვინიკაძემ ტრენერთა ტრენინგის შესახებ ისაუბრა. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა პროექტით დაგეგმილი საქმიანობების შესახებ დისკუსია გამართეს.
შეხვედრაში მონაწილეობა პროექტის განმახორციელებლებთან ერთად, პარტნიორი ორგანიზაციების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს და აჭარის რეგიონში მოქმედი პროფესიული სასწავლებლების – “ახალი ტალღა” და “შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯი” – წარმომადგენლებმა მიიღეს. კოლეჯმა “კონსტრუქტ2”, რომელმაც უკვე მიიღო შესაბამისი ავტორიზაცია ე.წ. “ჰაუსმასტერის” მოსამზადებელი პროგრამის განხორციელებისთვის, საკუთარი გამოცდილება აჭარის პროფესიულ სასწავლებლებს გაუზიარა.
“საბინაო სექტორის პრობლემები დღეს გაცილები უფრო ხილული გახდა იმ ტრაგედიის შემდეგ რაც ბათმში მოხდა, თემცა ეს პრობლემები აქტუალური იყო ადრეც. ძალიან ხშირად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თამვჯდომარეები არ არიან დარგის სპეციალისტები, ვერ იღებენ საფუძვლიან, სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებებს და საბოლოო ჯამში ვიღებთ უსაფრთხო, არაკომფორტულ საცხოვრისებს. საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლამ გვაჩვენა, რომ საერთო საცხოვრებლების მართვა ხდება დაქირავებული პროფესიონალი ადამიანების მიერ, თუმცა ჩვენთან ამ ტიპის სასწავლო პროგრამები, რომელიც ბინის ან შენობა–ნაგებობის მართვის პროფესიონალებს მოამზადებდა, არ არსებობდა. სწორედ ეს გახდა პროექტის და სასწავლო პროგრამის შექმნის საფუძველი” – აღნიშნა ლიკა კილაძემ შეხვედრაზე.
პროექტი„ჩემი სახლის მმართველი– შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ხორციელდება „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“(EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი„აფხაზეთის“ (CHCA) მიერ გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. „ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვას საქართველოში.