აჭარის ორ კოლეჯში “ჰაუსმასტერის” პროფესიული პროგრამა შეიქმნება

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში, აჭარის პროფესიული კოლეჯების „ახალი ტალღა“ და „ბლექ სი“ წარმომადგენელთათვის ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდნენ პროფესიული კოლეჯის “კონსტრუქტ2” ექსპერტები, რომლებმაც შენობა–ნაგებობის ტექნიკური მენეჯერის (ე.წ. „ჰაუსმასტერის“) პროფესიის მიმართულებით ახალი მომზადების პროგრამის შექმნაზე იმუშავეს.

ტრენინგების მიზნად ისახავდა პროგრამაზე მუშაობის გამოცდილების გაზიარებას პროფესიული კოლეჯების წარმომადგენელთათვის, რათა კოლეჯებმა, თავის მხრივ, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შექმნან ახალი პროფესიული პროგრამა და განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის მიერ პროგრამის ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ, მოამზადონ აღნიშნული პროფესიის შესწავლის მსურველები.

პროექტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან და ქალაქ ბათუმის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიგეგმება გადამზადების კურსების ორგანიზება.

შენობა–ნაგებობის ტექნიკური მენეჯერის პროფესიის დანერგვისა და პოპულარიზაციის აუცილებლობა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ განსაკუთრებით ხილული გახდა. პროფესიული პროგრამის შექმნის საფუძველი საბინაო სექტორში არსებული პრობლემების აღმოფხვრაა ისეთი პროფესიონალების მომზადების გზით, რომლებიც იქნებიან შენობა–ნაგებობის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში კარგად გათვითცნობიერებულები და მიიღებენ საფუძვლიან, სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებებს.

პროექტი„ჩემი სახლის მმართველი– შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ხორციელდება „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“(EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი„აფხაზეთის“ (CHCA) მიერ გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. „ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვას საქართველოში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content