ლაშა ტარუაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად გორში, სასტუმრო ,,ლაქი”– ში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობს. ყველაფერი კი ასე დაიწყო. დასაქმების ცენტრის შესახებ მან მეგობრისგან გაიგო და ადგილზე მივიდა. დასაქმების კონსულტანტებმა მისთვის საჭირო თემებზე კონსულტაციები გაუწიეს და მიმდინარე ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ლაშას გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა რეზიუმე და მისი ინტერესების გათვალისწინებით წრაფად მოხდა დაკავშირება სასტუმრო ,,ლაქი”–სთან. წარმატებული გასაუბრების შემდეგ ლაშა სამსახურში აიყვანეს.
,,ეს სამსახური ჩემთვის იყო ერთგვარი გამოწვევა, რადგან აღნიშნულ სფეროში გამოცდილება არ მქონდა, თუმცა ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. აქ დამხვდა ძალიან მეგობრული გარემო და გუნდი, რომელიც აძლიერებს ჩემს მოტივაციას. გავიუმჯობესე დროის სწორად მართვისა და ადმიანებთან სწორი კომუნიკაციის უნარები. ,,ლაქი” ჩემთვის ის ადგილია სადაც მისვლა მიხარია’’– გვიყვება ლაშა.