პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას“ ფარგლებში დაფუძნებული ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მიზნით 25 მაისს განათლების, განვითარებისა და დასაქმენის ცენტრის (EDEC), სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმი შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდასა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას.
ღონისძიების ბოლოს მხარეებს შესაძლებლობა ქონდათ გასაუბრებოდნენ საბჭოს წევრ ახალგაზრდებს, მოესმინათ მათი მოლოდინები და საჭიროებები, გაცნობოდნენ პროექტის მიზნებს და საბჭოს გაძლიერებისთვის დაგეგმილ აქტივობებს.
მემორანდუმი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.