სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელშიც იმერეთის 55 სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
ფორუმის ფარგლებში, მოსწავლეების მიზანს მათ ირგვლივ არსებული საჭიროებების კვლევა, გამოვლენილი პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების პოვნა და შემუშავებული რეკომენდაციების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და უწყებებთან ადვოკატირება წარმოადგენდა.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი საპროექტო ინიციატივები ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაეცნოთ და ფორუმზევე ეპოვათ პოტენციური მხარდამჭერები.
ფორუმი ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
პროგრამას იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.