სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში კონკურსი – „მსოფლიო – ტერორიზმზე” მოეწყო. კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება სიმბოლურად დიპლომატთა საერთაშორისო დღეს გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ „მომავლის თაობის” ფარგლებში იმერეთის სკოლებში შექმნილი სამოქალაქო კლუბების წევრები, რომლებმაც სიმულაციურ ასამბლეაზე, სხვადასხვა ქვეყნის სახელით, ტერორიზმის შესახებ მომზადებული განაცხადები წარადგინეს.
სპეციალურმა ჟიურიმ საუკეთესო მონაწილეები სამ ნომინაციაში გამოავლინა:
- საუკეთესო პოზიციის განაცხადი – მარიამ სვანაძე (საფრანგეთი), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლა
- საუკეთესო მოდებატე – ჯუბა სულაბერიძე (რუსეთი), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლა
- საუკეთესო მომხსენებელი – სერგი ყურაშვილი (დიდი ბრიტანეთი), ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
კონკურსი ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
პროგრამას იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.