ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით სამოქალაქო ჩართულობის ფორუმი გაიმართა

25 ოქტომბერს, PITA ქუთაისს ახალგაზრდულმა ცენტრმა, World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროექტის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ ფარგლებში სამოქალაქო ჩართულობის ფორუმი გამართა.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა სამოქალაქო საზოგადოებაში მიმდინარე და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, პასუხისმგებლობების განაწილების შესახებ ღია დიალოგის გამართვა, გამოკვეთილ პრობლემებზე დაყრდნობით კონკრეტული ინიციატივების მომზადება, ადვოკატირება და განახორცილება ადგილობრივ დონეზე.

მონაწილეები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და წამოაყენეს თავიანთ წინადადებები, გაუზიარეს ერთმანეთს იდეები. შეხვედრის შედეგად გამოვლინდა ქალაქში არსებული პრობლემები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: განათლება, ეკოლოგია/გარემოსდაცვა და ინფრასტრუქტურა.

ფორუმის მონაწილეებს, ქუთაისის ვიცე-მერმა, ნინო თვალთვაძემ ონლაინ პორტალი VOLIS.KUTAISI.GOV.GE გააცნო, რომლის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ინიციატივები და პროექტები ელექტრონულად წარადგინონ.

ფორუმზე გამოკვეთილ პრობლემებზე დაყრდნობით შემუშავებული იდეების განხორციელებისთვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ ადვოკატირების კამპანიებს.

ფორუმი ორგანიზებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content