პროექტის “U18 – მეტი შეგვიძლია!” ფარგლებში ქართული დელეგაცია უკრაინელ და რუს კოლეგებთან ერთად ბერლინს ეწვია და ახალგაზრდული არჩევნების პროცესს დაესწრო.
დელეგაცია არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ საარჩევნო პროგრამების წარდგენას, უშუალოდ საარჩევნო პროცესსა და შედეგების შეჯამებას დაესწრო.
დელეგაციის წევრებმა ბერლინის სკოლები და ახალგაზრდული ცენტრებიც მოინახულეს. გერმანელმა სამოქალაქო აქტივისტებმა და სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა სტუმრებს ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების გერმანული გამოცდილება გაუზიარეს.
პროექტს “მეტი შეგვიძლია! – ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში“ საქართველოში “საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია” (SIQA) ახორციელებს. ქუთაისში პროექტის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).