ზუგდიდში ევროკავშირის ახალი პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგიონული ჰაბების შერჩევის კრიტერიუმებისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ.

შეხვედრას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი, ლია კილაძე და პროექტის  – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” მენეჯერი, დავით აფრასიძე უძღვებოდნენ.

პროექტი – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში 10 „ჰაბი” შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორს გააძლიეროს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა და შექმნას ადგილობრივ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმები.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content