COVID-19-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და პირების მშობლებისთვის განსაკუთრებულად ძნელი გახადა თავიანთი შვილების ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავება და მათთვის იმ აქტივობების და სავარჯიშოების შეთავაზება, რითაც განაგრძობენ
თავიანთი შვილების განვითარების ხელშეწყობას.
მშობლების გაძლიერების და მხარდაჭერის მიზნით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის თანამაშრომლობის ფარგლებში, დღის ცენტრების ბენეფიციარების მშობლებისა და სპეციალიტებისთვის, ონლაინ შეხვედრების ციკლი დაიგეგმა.
პირველი ონლაინ სამუშაო შეხვედრა ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა 29 აპრილს გამართეს. შეხვედრის მიზანს ზოგადი რეკომენდაციების გაცემა და მომავალი შეხვედრის თემების განსაზღვრა წარმოადგენდა.
მშობლებს თავიანთი შვილების საჭიროებიდან გამომდინარე, თითოეულ შეხვედრაზე და თემაზე, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი სპეციალისტებისგან მიიღონ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები. შემდეგი შეხვედრის თემად „დღის რუტინის დაგეგმა“ განისაზღვრა. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მადლობას უხდის ი. ციციშვილის ბავშვთა ფსიქოლოგიურ სამსახურს და მათ სპეციალისტებს, რომ აღნიშნულ ინიციატივაში გამოთქვეს მოხალისეობრივად ჩართვის სურვილი.