განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) საქართველოში გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე კვირეულს შეუერთდა. კვირის განმავლობაში ახალგაზრდა ლიდერები, რომლებსაც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თავად აქვთ გავლილი ტრენინგები, ქუთაისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ.
ახალგაზრდა ლიდერებს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც შეუერთდებიან. პირველი საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის მე–13 საბავშვო ბაღში, დღეს, 6 მაისს ჩატარდა.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე კვირეული კონფერენციით „საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დასრულდება. კონფერენცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში 10 მაისს გაიმართება.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული 2019 წელს 6–12 მაისს აღინიშნება. კვირეულის გზავნილია გადაარჩინე სიცოცხლე – #ხმააიმაღლე #Speakup. გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100 – ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
კვირეულს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორებით აღნიშნავს. ინიციატივას კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის” ფარგლებში მხარს უჭერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.