EDEC აგრძელებს დისტანციურ კონფერენციებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე

ამჯერად პროგრამა „მომავლის თაობის“ მონაწილე იმერეთის რეგიონის
პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის ონლაინ კონფერენციას წარუძღვა ფილოლოგიის
დოქტორი, სკოლა ,,ლოგოსის” თანადამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს
რადიოს – გადაცემა ,,ჩვენი სკოლის” ავტორი და წამყვანი გია მურღულია.

ონლაინ ჩართვის თემა გახლდათ – რას გვიყვება იგავები! მცირე ფილმებიდან
ნაწყვეტები საკლასო ოთახისთვის! ალეგორიული ხასიათის თემებზე მსჯელობა შემეცნებითი
და განმავითარებელი მნიშვნელობისაა მოზარდებისთვის. ბატონი გია წლების მანძილზე დაგროვილი
გამოცდილებით, ჩვეული მიგნებებით მსმენელებისვის საინტერეო მოსაუბრეა, როგორც ყოველთვის
და ონლაინ ჩართვაც შემეცნებითი და დამაფიქრებელი ხასიათის აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო
განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ.
იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content