EDEC-მა საბინაო სექტორის საერთაშორისო კოლოქვიუმზე საქართველოს გამოცდილება გააზიარა

2021 წლის 8 აპრილს, პროექტის “ჰაუსმასტერი” ფარგლებში, ბელორუსიის “უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო ასოციაციის” ორგანიზებით, თემაზე დასავლური გამოცდილება და გლობალური პრაქტიკა საბინაო სექტორში, საერთაშორისო კოლოქვიუმი გაიმართა. ონალიან შეხვედრაზე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძემ საქართველოში ჰაუსმასტერის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვერა მიზნად ისახავდა გერმანიაში, თურქეთსა და ბელორუსში საბინაო სექტორებში დამკვიდრებული პრაქტიკის გაზიარება და კოლოქვიუმში წარმოდგენილ ქვეყნებში ამ პრაქტიკის განვითარების პერსპექტივების განხილვა.

კოლოქვიუმს ესწრებოდნენ გერმანიის საბინაო სექტორის ასოციაციების, გერთიანებებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე, ბელორუსის და თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების და საბინაო სექტორის ასოციაციების წარმომადგენლები ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან და ესტონეთიდან.

შეგახსენებთ, რომ პროექტს „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება“ (ჰაუსმასტერი 3)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან („ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), მცირე და საშუალო მეწარმეთა ქსელი – Hanse Parlament e.V. (Hamburg) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)) ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

2024 წლის 14 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
2024 წლის 12 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ფონდ „აფხაზინტერკონტთან“ (AIC) პარტნიორობით, პროექტის „მოქალაქეები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა
„მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს უფლებების, საშუალებებისა და შესაძლებლობათა ქონას, ასევე საჭიროებათა შემთხვევაში მხარდაჭერას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათანადო ჩართულობით. ახალგაზრდების მონაწილეობა აღიარებული უფლებაა საერთაშორისო
Skip to content