img

ონლაინ ტრენინგი თემაზე „PR და მარკეტინგული კომუნიკაციები“

66

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზებული იქნა ონლაინ ტრენინგი თემაზე „PR და მარკეტინგული კომუნიკაციები“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარებით აღჭურვა PR-ის ისტორიის და თანამედროვე ტენდენციების, კომუნიკაციის ხელოვნების, მარკეტინგული კომუნიკაციის, PR სტრატეგიის დაგეგმვის და ღონისძიებების მენეჯმენტის შესახებ.

ტრენინგი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).