ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრი
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გთავაზობთ უფასო ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას. ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. უფასო კონსულტაციით სარგებლობა შეუძლიათ მცირე და საშუალო ბიზნეს საქმიანობის წამოწყებით დაინტერესებულ პირებს:
- ახალგაზრდებს;
- ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს;
- სოფლად მცხოვრებ ქალებს;
- იძულებით გადაადგილებულ პირებს;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს/მეურვეებს ან ოჯახის წევრებს;
ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
- ბიზნეს დაგეგმარებაში დახმარება;
- ფინანსური ანალიზი, ფინანსური მოდელის შემუშავება;
- მარკეტიგული ანალიზი, ბაზრის კვლევა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
- ახალი პროდუქციის განვითარება და ზრდის სტრატეგიების შემუშავება;
- ბიზნესის წამოწყებისთვის და განვითარებისთვის რესურსების მოძიებაში დახმარება;
- საინვესტიციო პროექტის და ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარება;
- ექსპორტის შესაძლებლობის ანალიზი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში (DCFTA) ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაცია;
- აგრობიზნესების და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების რჩევები იურიდიულ, ექსტენციის და ბიზნესის განვითარების საკითხებში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ინგოროყვას #64, 4600, ქუთაისი
ელ. ფოსტა: [email protected]
ოფისი: (0431) 25-13-30