მოგვმართეთ მეტყველების დარღვევის დროული დიაგნოსტიკისთვის!
პირველი კონსულტაცია უფასოა!
ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისს „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” „ლოგომედი - მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან“ პარტნიორობით ახორციელებს.
ვინ არიან ენისა და მეტყველების თერაპიის მომხმარებლები?
- 2–დან 14 წლამდე ბავშვები;
- 15–18 წლის მოზარდები;
- 18–40 წლამდე ზრდასრულები.
რას გულისხმობს თერაპია თითოეული მომხმარებლისთვის?
- საჭიროების შეფასებას და დიაგნოზის დადგენას;
- ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენას, მომსახურების მიწოდებასა და მიღწეული შედეგების შეფასებას;
- მშობლების/მომხმარებლის კონსულტირებას;
რა ტიპის ენისა და მეტყველების დარღვევათა კორექცია–მკურნალობას გთავაზობთ?
- მეტყველების ზოგადი განუვითარებლობა;
- რეცეპტული ტიპის მეტყველების დარღვევა;
- ექსპრესული ტიპის მეტყველების დარღვევა;
- დიზართრია;
- რინოლალია;
- აფაზია;
- ტაქილალია;
- ბრადილალია;
- ლოგონევროზი.
რა პედაგოგიურ და სამედიცინო ღონისძიებებს ითვალისწინებს კომპლექსური თერაპია?
- საარტიკულაციო აპარატის პირდაპირ მასაჟს;
- საარტიკულაციო აპარატის ვიბრაციულ მასაჟს;
- პერიფერული სამეტყველო ზონების რეფლექსთერაპიულ სტიმულაციას;
- სუნთქვით ვარჯიშს;
- დიქციურ ტრენინგს;
- სამეტყველო ხმის გავარჯიშებას;
- ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას;
- ფონემური სმენის გავარჯიშება–სტიმულაციას;
- ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
- ფრაზეოლოგიური მეტყველების განვითარებას;
- კომპიუტერულ კორექციას;
- ფიზიოთერაპიას;
- ფსიქოთერაპიას;
- დიქციურ და დიაფრაგმულ სუნთქვის გავარჯიშებას;
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: გრიშაშვილის მე-4 შეს. #8
ელ. ფოსტა: [email protected]
მობილური: 551 18 18 70
ოფისი: (0431) 25-13-33