მიმდინარე პროექტები

სახელი: სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში

განხორციელების პერიოდი: 01.11.2023–30.04.2026

განხორციელების არეალი: იმერეთი, შიდა ქართლი

 

დონორები/პარტნიორები:

  1. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო BMZ
  2. Childfund Deutschland E.V, (გერმანია)

 

სრული ბიუჯეტი: 351,788.00 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 308,421.95 €

მიზანი: საქართველოში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება და გაუმჯობესება, სოციალური სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებით და პროფესიული სწავლებით

სამიზნე ჯგუფ(ებ): სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები

ბენეფიციარები: სტუდენტები, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები

დაგეგმილი აქტივობები:

  1. ოთხი საპილოტე პროფესიული სასწავლებლის შერჩევა იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონებში
  2. სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამების განახლება EDEC-ის და Childfund-ის მასალებზე, სტუდენტური სოციალური საწარმოების გერმანულ და უკრაინულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სოციალური მეწარმეობის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით
  3. სამუშაო შეხვედრების ორგანიზება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრთან და პროფესიული უნარების სააგენტოსთან პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და პროფესიულ სასწავლებლებში სოციალური მეწარმეობის სასწავლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით
  4. 6 საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება საპილოტე პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის და განათლების, კერძო სექტორის, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების (180 მონაწილე) წარმომადგელელთან თანამშრომლობის გაფართოების მიზნით. ძლიერი შიდა ქსელის შექმნა
  5. 5 დღიანი ტრენინგი (პირისპირ ფორმატში) სოციალური მეწარმეობის და მისი სწავლების მეთოდების შესახებ საპილოტე პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლების მონაწილეობით ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით
  6. 5 დღიანი ტრენინგი (3 დღე პირისპირ და 2 დღე ონლაინ) სოციალური მეწარმეობის შესახებ 12 არასაპილოტე პროფესიული სასწავლებლის 12 მასწავლებლის მონაწილეობით ქართველი ექსპერტების ჩართულობით და საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით
  7. სტუდენტური სოციალური საწარმოების განვითარებისთვის, 4 საპილოტე პროფესიულ სასწავლებელში ლაბორატორიების შექმნა/ფუნქციონირება
  8. სოციალური მეწარმეობის შესახებ 4 თვიანი ტრენინგ–კურსი, 4 საპოლოტე პროფესიული სასწავლებლის 120 სტუდენტისთვის
  9. 24 საინფორმაციო შეხვედრა არასაპოლოტე პროფესიულ სასწავლებლებში, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის და სტუდენტური სოციალური საწარმოების შესახებ
  10. საინფორმაციო და სარეკლამო კამპანია – სტუდენტური სოციალური საწარმოების თემაზე ვიდეო–რგოლების გადაღება
  11. სტუდენტური სოციალური მეწარმეობის იდეების საგრანტო კონკურსი – მინიმუმ 10 სოციალური საწარმოს დაარსება

 

    მოსალოდნელი შედეგები :

  1. სოციალური მეწარმეობის თემა ინტეგრირებულია იმერეთისა და შიდა ქართლის 4 პროფესიული სასწავლებლის სასწავლო პროგრამაში
  2. ინოვაციური, პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კონცეფციის დახმარებით, პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელები აღჭურვილი არიან უნარით დამოუკიდებლად გაუზიარონ სტუდენტებს სოციალური სტუდენტური კომპანიების წარმართვის მეთოდები სოციალური სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
  3. სტუდენტური სოციალური საწარმოების განვითარებისთვის 4 პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე შექმნილია ლაბორატორიები
  4. იმერეთისა და შიდა ქართლის ახალგაზრდები კარგად იცნობენ სოციალური საწარმოს მოდელს და შეუძლიათ სოციალური მეწარმეობის უნარების წარმატებით გამოყენება
  5. იმერეთსა და შიდა ქართლში შექმნილია 10 ახალი სტუდენტური კომპანია, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და გაძლიერებულია ეროვნული სოციალური სამეწარმეო ეკოსისტემა

ახელი: უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით

განხორციელების პერიოდი: 07.2023-07.2025

განხორციელების არეალი: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი

 

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU)
  1. პროექტის მართვის ცენტრალური სააგენტო (ლიტვა)
  2. Childfund Deutschland E.V, (გერმანია)
  3. სამეწარმეო სკოლა (უკრაინა)
  4. არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა)
  5. ECOVISIO (მოლდოვა)
  6. CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი)
  7. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო)

 

სრული ბიუჯეტი: € 1,004,660.21

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 169,350.96

მიზანი: უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდული ცენტრები, სოციალური საწარმოები, სკოლები, კერძო და საჯარო სექტორი

ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ახალგაზრდები, მასწავლებლები

დაგეგმილი აქტივობები:

  1. სოციალური მეწარმეობის ონლაინ პლატფორმის შექმნა
  2. სოციალური მეწარმეობის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემუშავება
  3. სოციალური მეწარმეობის თემაზე სასწავლო მასალების შექმნა და მათი ინტეგრირება ადგილობრივ განათლების სისტემაში
  4. ტრენერთა ტრენინგი (ToT) ჩატარება სოციალური მეწარმეობის თემაზე
  5. სასწავლო ვიზიტი  პროექტის მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში და გერმანიაში
  6. სოციალური მეწარმეობის თემაზე ვორკშოპების ჩატარება სკოლებში
  7. წინასწარ შერჩეულ სკოლებში მცირე გრანტების გაცემა სოციალური მეწარმეობის ინიციატივების მხარდასაჭერად
  8. საზაფხულო სკოლის ორგანიზება ტრენერების, მეწარმეების და მენტორების მონაწილეობით
  9. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება სოციალური მეწარმეობის თემაზე
  10. სოციალური მეწარმეობის ქსელის შექმნა
  11. სტაჟირების პროგრამის განხორციელება სოციალურ საწარმოებში

დასრულებული პროექტები

სახელი: ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება

განხორციელების პერიოდი: 11.2022 – 04.2023

განხორციელების არეალი: ფოთი, საქართველო

 

დონორები/პარტნიორები:

  1. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
  2. APM Terminals Poti ეიპიემ ტერმინალს ფოთი

 

სრული ბიუჯეტი: 24,000 ლარი

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი:  24,000 ლარი

მიზანი: ფოთში მცხოვრები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის ბიზნესის  გრძელვადიანი დაგეგმვისა და ხედვის უნარების ჩამოყალიბება, ბიზნეს საქმიანობის განვითარებისთვის საბაზისო ცოდნითა და საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები

ბენეფიციარები: მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 40 მეწარმემ გაიარა 44-საათიან ჯგუფურ ტრენინგი თემაზე „ბიზნესის ზრდა და განვითარება“  და გამოიმუშავა მეწარმის ხედვის, ბიზნეს სტრატეგიის შედგენის, რესურსების მობილიზების და ციფრული მარკეტინგის მართვის უნარები
  2. მოწვეულმა სპეციალისტებმა და ექსპერტებმა  მეწარმეებს გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები, ბიზნეს გეგმის შედგენის, ბიზნეს გვერდების მართვისა და სოციალურ ქსელებში ბიზნესის სწორად პოზიციონირების საკითხებზე

მიღწეული შედეგები: ინდივიდუალური კონსულტაციებისა და ტრენინგების შედეგად 40–მა მეწარმემ განავითარა ბიზნესის სწორად მართვის ტექნიკები  და გამოიმუშავა ბიზნეს საქმიანობისთვის საჭირო უნარ–ჩვევები

 

სახელი: დევნილთა უფლებების დაცვა COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების აქტივობის გაზრდა და სოციალურ–ეკონომიკური
შესაძლებლობების გაუმჯობესება COVID-19 კრიზისის დროს

განხორციელების პერიოდი: 12.2020-06.2021

განხორციელების არეალი: იმერეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო–ზემო სვანეთი

დონორები/პარტნიორები:  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

სრული ბიუჯეტი: 14,220 $

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 14,220 $

მიზანი: 

  1. ახალგაზრდების საჭიროებებზე რეაგირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა COVID-19–თ გამოწვეული კრიზისის საპასუხო აქტივობების განვითარებასა და განხორციელებაში
  2. საზღვრისპირა სოფლების მიმდებარედ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალების მეწარმეული უნარების განვითარება

 

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდა დევნილები, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები

ბენეფიციარები: 16–35 წლის ახალგაზრდა დევნილები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელო–ზემო–სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. დაინერგა თანატოლთა განმანათლებლების პროგრამა COVID-19–თ გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც 30 ახალგაზრდას ჩაუტარდა ონლაინ ტრენინგები
  2. თანატოლგანმანათლებლების მიერ მიღებული ცოდნის გამოყენება და გაზიარება უზრუნველყოფილი იყო შემდეგი ღონისძიებებით: ა) თანატოლთა განათლება; ბ) კონკურსში „მშვიდობა და ადამიანთა უფლებები“ მონაწილეობა; გ) 3–4 სამოტივაციო შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან
  3. ჩატარდა მეწარმეული უნარების განვითარების ტრენინგი დუალური პროფესიული განათლების პროგრამების კურსდამთავრებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალებისთვის
  4. დუალური პროფესიული განათლების პროგრამების კურსდამთავრებულებს გადაეცათ სამუშაო ხელსაწყოები, მცირე ბიზნესის დაწყების და თვითდასაქმების წახალისების მიზნით

 

მიღწეული შედეგები:  

  1. 30 დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ჩაერთო თანასწორ საგანამანათლებლო აქტივობებში
  2. 40–მა დევნილმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ახალგაზრდა ქალმა შეიძინა მეწარმეული უნარები

 სახელი: „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“

განხორციელების პერიოდი: 01.2021-12.2023

განხორციელების არეალი: იმერეთი, გურია, რაჭა–ლეჩხუმი, აჭარა, შიდა ქართლი და კახეთი

დონორები/პარტნიორები:  

  1. ევროკავშირი (EU)
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო (EAARA)
  3. თელავის განათლების განვითარების და დასაქემბის ცენტრი (TEDEC)
  4. ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC)
  5. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (GYRC)

 

სრული ბიუჯეტი: 837,500 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 670,000 €

მიზანი: პროქტის მიზანია განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაცია, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების შედეგების გაზრდას, სოციალურ ინტეგრაციას, სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები (ე.წ. NEET–ები), ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები, სიცოცხლის მანძილზე სწავლის მსურველი პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

ბენეფიციარები: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები

მიღწეული შედეგები:

  1. დასაქმების ხელშემწყობი  ცენტრები  გაძლიერდა ბათუმში, ქუთაისსა და თელავში
  2. კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები  შეიქმნა ამბროლაურში, ოზურგეთსა და გორში
  3. კვალიფიკაცია აიმაღლა კერძო და სახელმწიფო დასაქმების ხელშემწყობი ცენტრების 43-მა კონსულტანტმა
  4. გაუმჯობესდა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემა
  5. დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებში რეგისტრაცია გაიარა  3867 სამუშაოს მაძიებელმა და ისარგებლა მრავალჯერადი კონსულტაციებით
  6. თანამშრომლობა შედგა  1150 დამსაქმებელ კომპანიასთან
  7. პროფესიული განათლების პროგრამებში ჩერთო  737 სამუშაოს მაძიებელი
  8. საკვანძო კომპეტენციის ტრენინგები გაიარა 1939 სამუშაოს მაძიებელმა
  9. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების და სტაჟირების პროგრამებბში ჩაერთო  567 სამუშაოს მაძიებელი
  10. დასაქმდა 887 სამუშაოს მაძიებელი
  11. მოეწყო 6 დასაქმების ფორუმი რომელშიც 217 – მა კომპანიამ 784 ვაკანსია და 2511 სამუშაო ადგილი წარმოადგინა. ფორუმების შედეგად ჯამში 103 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა
  12. ტურიზმის და საზღვაო სფეროში შეიქმნა ახალი პროფესიული განათლების პროგრამები:
  • მარნის მასპინძელი – კოლეჯი „იბერია“, კოლეჯი „ერქვანი“
  • სამგზავრო გემის მიმტანი – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სერვისი და სერვირება – კოლეჯი „აისი“
  • კვების ობიექტის სერვისი და სერვირება – კოლეჯი „განთიადი“
  • ხარატ–შემდუღებელი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადებია
  • საოჯახო სასტუმროს მომსახურება – ჭიათურის მულტიდისციპლინური ცენტრი
  • შენობა-ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და მართვის სამუშაოები – კოლეჯი „ახალი ტალღა“
  • ჩაის მასპინძელი – კოლეჯი „ჰორიზონტი“
  1. განახლდა   პროფესიული განათლების სასწავლო  რესურსები
  2. შეიქმნა „მარნის მასპინძლის“ სახელმძღვანელო
  3. 3 პროფესიული სასწავლებლის 17-მა პედაგოგმა აიმაღლა კვალიფიკაცია სწავლა სწავლების ტექნიკებსა და კონკრეტულ პროფესიულ მიმართულებაზე
  4. ჩატარდა ბიზნეს ფორუმი. ფორუმზე მოწვეულმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა იმსჯელეს   შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ლურჯი ეკონომიკის გაციფრულების საკითხებზე, ამ პროცესებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე,  გარემოს დაცვით საკითხებზე – წყლის დაბინძურებასა და ალტერნატიული რესურსების გამოყენების თემებზე

სახელი: ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის
ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

განხორციელების პერიოდი: 11.2020-11.2023

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: 

  1. ევროკავშირი (EU)
  2. ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES)
  3. დემოკრატიის განვითარების სააგენტო (DDA)
  4. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA)

 

სრული ბიუჯეტი: €1,250,000

პროექტის განსახორციელებლად EDEC–ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 497,976.89 GEL

მიზანიუმუშევრობასთან დაკავშირებული არსებული ნაკლოვანებების მოგვარების ხელშეწყობა დასაქმების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებით, უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთათვის სამუშაო ადგილებისა და პროფესიული კონსულტირების უზრუნველყოფით.

სამიზნე ჯგუფ(ებ): სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, დასაქმების ცენტრები

ბენეფიციარები: მოწყვლადი ჯგუფები, სამუშაოს მაძიებლები

დაგეგმილი აქტივობები:

  1. დასაქმების სერვისების განვითარება საერთაშორისო გამოცდილების გაცვლითა და SESA-ს გაზრდილი ინსტიტუციური შესაძლებლობების მეშვეობით;
  2. ინტენსიური სწავლების ახალი მეთოდის განვითარება;
  3. სამიზნე რეგიონებში უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული კონსულტირება;
  4. უმუშევრად მყოფი მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება;
  5. SESA-ს თანამშრომლობის ფარგლებში „განსაკუთრებულად რთულად დასასაქმებელი“ ადამიანების საჭირო კომპეტენციებით აღჭურვა.

მოსალოდნელი შედეგები:

  1. პროექტი უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტურს გახდის შესაბამისი უნარების დაკავშირებას (skills matching), განსაკუთრებით პროფორიენტაციის, პროფესიული კონსულტირებისა და სამუშაო ძიების პროცესში შუამავლობით.
  2. ინოვაციური სწავლების მოდელის დანერგვით, პროექტი უფრო ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი უწყვეტი განათლების (lifelong learning) უნარების განვითარების შესაძლებლობებს სამიზნე რეგიონებში.

სახელი: ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში

განხორციელების პერიოდი: 01.2018-12.2020

განხორციელების არეალი: შიდა ქართლი, სამეგრელო

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU)
  2. ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC)

 

სრული ბიუჯეტი: 1,580.000 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 370,533 €

მიზანი: განათლების, დასაქმების და მეწარმეობის შესაძლებლობების გაზრდა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდებისთვის. სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და მეწარმეობის პრობლემებზე

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული პირები, ხელისუფლება, კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები

ბენეფიციარები: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები

მიღწეული შედეგები:

  1. 84–მა იძულებით გადაადგილებულმა და კონფლიქტით დაზარალებულმა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო ზუგდიდსა და გორში დაფუძნებულ სამეწარმეო სკოლებაში, 30–მა მათგანმა სკოლის დასრულების შემდეგ შეძლო საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელება ან ბიზნესის თავიდან წამოწყება
  2. 270–მა ახალგაზრდამ გაიარა და დაასრულა დუალური განათლების პროფესიული პროგრამა. 101–მა მათგანმა იპოვა სამსახური
  3. ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და თვითდასაქმების ადვოკატირების მიზნით მოეწყო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა
  4. მოეწყო B2B ფორუმი, რომელზეც სამეწარმეო სკოლის 13–მა კურსდამთავრებულმა საკუთარი პროდუქცია 51 პოტენციურ მყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა

 

 

სახელი: „უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!“

განხორციელების პერიოდი: 04.2019-12.2019

განხორციელების არეალი: ქუთაისი

 

დონორები/პარტნიორები:  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

სრული ბიუჯეტი: 25,000 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 10,000 GEL

ორგანიზაციის მიერ გაწეული თანამონაწილეობა: 12,500 GEL

მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა, მათთვის შრომის ღია ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული მარკეტინგისა და ვებ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცოდნისა და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა, შემოსავლების გენერირების შესაძლებლობა, როგორც თვითდასაქმებით, ისე შრომის ღია ბაზარზე დასაქმებით

სამიზნე ჯგუფ(ებ): ქუთაისის მასშტაბით მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი შშმ პირები

ბენეფიციარები: ქუთაისის მასშტაბით მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი შშმ პირები, უმთავრესად მობილობის შეზღუდვის მქონე პირები, ვისაც ხელი არ მიუწვდება საგანმანათლებლო და დასაქმების სერვისებზე

განხორციელებული აქტივობები:

  1. განხორციელდა მობილობის შეზღუდვის მქონე 22 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალური შეფასება
  2. ინტერვიუს საშუალებით გამოიკვეთა ბენეფიციართა პროფესიული განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, ციფრული მარკეტინგისა და ვებ–ტექნოლოგიების დაუფლების უნარი და აღნიშნული მიმართულებით დასაქმების პერსპექტივა
  3. განხორციელდა ციფრული მარკეტინგის და ვებ-ტექნოლოგიების სწავლების სამთვიანი ინტენსიური კურსი
  4. პროექტში ჩართულ პირებს, პროფესიონალი მენტორების მიერ გაეწიათ ინდივიდუალური პირისპირ და ონლაინ კონსულტაციები თეორიულად მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით
  5. გაიმართა ბენეფიციართათვის ინდივიდუალური კონსულტაციები, კვალიფიციური დახმარება სამუშაოს მოძიების, გასაუბრების, სამოტივაციო წერილის და CV მომზადების ტექნიკებზე

 

მიღწეული შედეგები:  

  1. პროექტის 14-ივე მონაწილეს ციფრული მარკეტინგის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა
  2. პროგრამის 14 კურსდამთავრებული რეფერირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამაში

სახელი: სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის

განხორციელების პერიოდი: 2016–2018

განხორციელების არეალი: აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU)
  2. პური მსოფლიოსთვის (Brot für die Welt)
  3. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG)
  4. საქართველოს არბაიტერ–სამარიტერ–ბუნდი (ASB)
  5. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”

 

სრული ბიუჯეტი: 679,201 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 165,424 €

მიზანი: სოციალური და ეკოლოგიური მდგრადობისთვის  და დაუცველი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანები, სამოქალაქო, ბიზნეს და სამთავრობო სექტორი

ბენეფიციარები: მოქმედი სოციალური საწარმოები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 3–ჯერ ჩატარდა კონკურსი “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”
  2. 3–ჯერ ჩატარდა სოციალურ მეწარმეთა ყოველწლიური ფორუმი
  3. მოეწყო სოციალურ საწარმოთა პროდუქციის 6 გამოფენა–გაყიდვა
  4. 95–მა პოტენციურმა სოციალურმა მეწარმემ გაიარა ინტენსიური ტრენინგ–კურსი
  5. 20–მა მოქმედმა სოციალურმა საწარმომ მიიღო მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება

 

მიღწეული შედეგები:

  1. დაფუძნდა “სოციალურ საწარმოთა ალიანსი”
  2. შეიქმნა “სოციალურ საწარმოთა ალიანსის” ვებ–გვერდი
  3. გამოიცა სოციალური საწარმოების კატალოგი
  4. დაფინანსდა 14 სოციალური საწარმო
  5. გამოიცა სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო
  6. მომზადდა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური საწარმოების მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის დოკუმენტი
  7. სამთავრობო უწყებებისთვის მომზადდა რეკომენდაციები მხარდაჭერის მექანიზმების განვითარების შესახებ
  8. საერთაშორისო  ექსპერტების მონაწილეობის ჩატარდა კონფერენცია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმების თემაზე
  9. პროექტის ასოცირებული პარტნიორის, მი–სო “კრისტალის მხარდაჭერით, სოციალური საწარმოებისთვის გაიზარდა მათზე მორგებული საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა
  10. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ქართულ ენაზე მომზადდა ინფორმაციული დოკუმენტები “Venture Philanthropy” და “Impact Invesment”–ის კონცეფცის შესახებ

სახელი: შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა

განხორციელების პერიოდი: 2018

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

სრული ბიუჯეტი: 10,000 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 10,000 GEL

მიზანი: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა მობილიზება, მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებში გადამზადება და დაუფლებული პროფესიის შესაბამისად შრომის ღია ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კერძო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება

ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეფასდა სამუშაოს მაძიებელი 34 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
  2. 30–მა პირმა გაიარა „პროფესიული ორიენტაციის და კარიერი დაგეგმარების“ 2 დღიანი ტრენინგი
  3. 10 პირი ჩაერთო სასწავლო პროფესიულ პროგრამაში

 

მიღწეული შედეგები:

  1. 10 პირი ჩაერთო სასწავლო პროფესიულ პროგრამაში
  2. 7 პირი ჩაირიცხა საზოგადოებრივ კოლეჯში “იბერია”
  3. 6–მა პირმა ისარგებლა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით
  4. 3 მათგანი დასაქმდა ადგილზე
  5. მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთაგან დასაქმდა 3 ბენეფიციარი

 

სახელი: შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა

განხორციელების პერიოდი: 2018

განხორციელების არეალი: ბათუმი

დონორები/პარტნიორები: სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო

სრული ბიუჯეტი: 16,000 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 16,000 GEL

მიზანი: აჭარის რეგიონში მცხოვრები, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა მობილიზება, მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებში გადამზადება და დაუფლებული პროფესიის შესაბამისად შრომის ღია ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ): შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კერძო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება

ბენეფიციარები: აჭარის რეგიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეფასდა 56 პირის შრომითი და პროფესიული უნარები
  2. ჩატარდა „პროფესიული ორიენტაციის და კარიერი დაგეგმვის“ ტრენინგები

 

მიღწეული შედეგები:

  1. 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა პროფესიულ სასწავლებელთან „ახალი ტლღა“ პარტნიორობით გაიარა პროფესიული გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაეუფლა კულინარიის ხელოვნების, კონდიტერიის, ხის მხატვრული დამუშავების, კომპიუტერული მომსახურების, საოფისე პროგრამებისა და ვებ დიზაინერის პროფესიებს
  2. კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები ჩაერთნენ სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების პროგრამაში, რომელიც ავეჯის კომპანიაში „რანდი“, სოციალურ საწარმოში „ადამიანი მოქმედებაში“ და სასტუმროებში ,,ჰილტონი“ და „ეიფორია“ განხორციელდა
  3. 4 პირი დასაქმდა მუდმივ სამუშაოზე

 

სახელი: „შშმ პირთა ინდივიდუალურ უნარებზე დაფუძნებული პროფესიული
განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“

განხორციელების პერიოდი: 05.2018-12.2018

განხორციელების არეალი: ქუთაისი

 

დონორები/პარტნიორები:  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

სრული ბიუჯეტი: 16,000 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 16,000 GEL

მიზანიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული განათლების, შრომის, ღია ბაზარზე დასაქმების და სოციალურ ეკონომიკური ინტეგრაციის  ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ): სამუშაოს მაძიებელი შშმ პირები

ბენეფიციარები: სამუშაოს მაძიებელი შშმ პირები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ სახელმწიფო პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილეობაზე

განხორციელებული აქტივობები:

  1. განახლდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემთა ბაზა
  2. განახლდა საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენელთა და ინკლუზიურ განათლებაზე პასუხისმგებელ (სპეც. პედაგოგი, ფსიქოლოგი, ინკლუზიური სწავლების კოორდინატორი) პირთა მონაცემთა ბაზა
  3. ინფორმაცია პროექტის შესახებ მიეწოდა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საჯარო და კერხო სკოლებს, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს, შშმ პირებს, სხვა დაინტერესებულ მხარეებს
  4. განხორციელდა პროექტის ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალური შეფასება, ტესტირება და ინტერვიუების ჩატარება

მიღწეული შედეგები:  

  1. 30 შშმ პირმა გაიარა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები
  2. განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა წინასწარ შერჩეულ ოთხ პროფესიაში (მზარეული, სასტუმროს საქმის სპეციალისტი, სტილისტი, მანიკურის სპეციალისტი)
  3. განხორციელდა 7 შშმ პირის რეფერირება პროფესიულ კოლეჯში „იბერია“
  4. 6 ბენეფიციარი ჩაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში
  5. დასაქმდა 4 ბენეფიციარი

 

სახელი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება

განხორციელების პერიოდი: 2015-2017

განხორციელების არეალი: თბილისი, იმერეთი, აჭარა, კახეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (TEDEC), ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ (CBL-CMC)
  2. სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი”
  3. შპს – ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი
  4. შპს – კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი

 

სრული ბიუჯეტი: 377,981 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 377,981 €

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მეწარმეები, პროფესიული განათლების სერვისის მიმწოდებლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

ბენეფიციარები: თბილისში, იმერეთის, აჭარისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები შშმ პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 195 ბენეფიციარმა გაიარა კარიერული ორიენტაციის ტრენინგი
  2. 210 დამსაქმებელი დაესწრო ტრენინგს ეთიკის ნორმების, ტერმინოლოგიის, სამუშაო ადგილების ორგანიზებისა და ადაპტაციის ხელშეწყობის საკითხებზე
  3. გაიმართა 8 დასაქმების ფორუმი (2 თითოეულ რეგიონში)
  4. გაიმართა საკოორდინაციო–საკონსულტაციო საბჭოს 25 სხდომა
  5. გადამზადდა 22 ჟურნალისტი შშმ პირთა სწორად გაშუქების ტექნიკებში
  6. მოეწყო ჟურნალისტთა კონკურსი
  7. 24 სატელევიზიო და 8 რადიოგადაცემა, ასევე 26 საგაზეთო სტატია მომზადდა შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების მიზნით

 

მიღწეული შედეგები:

  1. 719 დამსაქმებელი და 622 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა მონაცემთა ბაზაში
  2. 128 შშმ პირი ჩაერთო სტაჟირების პროგრამაში
  3. 129 ბენეფიციარი რეფერირდა პროფესიულ სასწავლებელში
  4. დასაქმდა 173 ბენეფიციარი
  5. შეიქმნა საკოორდინაციო–საკონსულტაციო საბჭოს 4 ჯგუფი
  6. მომზადდა 3 ფილმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემებზე

 

სახელი: დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ინოვაციური და ეფეტური გადაწყვეტილებები საქართველოსთვის

განხორციელების პერიოდი: 2015–2016

განხორციელების არეალი: მცხეთა-მთიანეთი (ახალგორი), იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი), აჭარის ა.რ. (ბათუმი)

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU)
  2. ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC)
  3. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” (CHCA)

 

სრული ბიუჯეტი: 

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 

მიზანი: ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული პირები, მასპინძელი თემის წარმომადგენლები, შშმ სტატუსის მქონე ომის ვეტერანები

ბენეფიციარები: იძულებით გადაადგილებული პირები

მიღწეული შედეგები:

  1. შეიქმნა ბიზნესის ინკუბატორი დევნილთა სტარტაპებისთვის
  2. 224 ბენეფიციარი დარეგისტრირდა ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობისთვის
    და ბიზნეს იდეების განხორციელება-განვითარებისთვის
  3. შეიქმნა სათემო ორგანიზაციების ადგილობრივი ქსელი
  4. ჩატარდა 8 ტრენინგი 130 ადამიანის მონაწილეობით
  5. 71 დევნილი დაესწრო კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიების, დასაქმებისა
    და თვითდასაქმების ტრენინგებს
  6. 16 მათგანი დასაქმდა
  7. შეიქმნა 6 ახალი საზოგადოების ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც გააქტიურდა
    სახლის მესაკუთრეთა ხუთი პარტნიორობა
  8. 16 ადამიანი ჩაერთო სტაჟირების პროგრამებში
  9. 63 სხვადასხვა კატეგორიის გრანტი გაიცა

სახელი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების საპილოტე პროგრამა

განხორციელების პერიოდი: 10.2013–08.2015

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU)
  2. ლატვია–საქართველოს თანამშრომლობის ფონდი

 

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 107,520 €

მიზანი: შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების მდგრადი მოდელის შექმნა, მათი დასაქმება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება და სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია.

სამიზნე ჯგუფ(ებ): თვითმმართველობა, კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებებიო

ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 155 შშმ პირი დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში
  2. 140 მეწარმე დარეგისტრირდეა პოტენციურ დამსაქმებელთა ბაზაში
  3. 11–მა შშმ პირმა გაიარა კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი ტრენინგ–კურსი
  4. 44–მა შშმ პირმა გაიარა პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები
  5. 81 შშმ პირს გაეწია დახმარება CV-ს შედგენასა და სამოტივაციო წერილის დაწერაში

მიღწეული შედეგები:

  1. შეიქმნა შშმ პირთა დასაქმების ცენტრი
  2. 4–მა პირმა გაიარა სტაჟირება
  3. 17 შშმ პირი ჩაირიცხა საზოგადოებრივ კოლეჯში “იბერია” და დაეუფლა პროფესიას
  4. 66 შშმ პირი დასაქმდა გრძელვადიან სამუშაოზე

 

სახელი: ბიზნესის განვითარების ინიციატივა

განხორციელების პერიოდი: 2009-2011

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. მი–სო კრედო
  2. World Vision – საქართველო

მიზანი: მცირე და საშუალო აგრო-ბიზნეს წამოწყების ან გაფართოების მსურველი სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების იმ წარმომადგენელთა ხელშეწყობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორის მიერ შეთავაზებულ საკრედიტო სერვისებზე.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები, დამწყები მეწარმეები, კერძო სექტორი

ბენეფიციარები: სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები, დამწყები მეწარმეები

განხორციელებული აქტივობები: 450-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ბიზნესტრენინგი, რომელიც ასევე ითვალისწინებდა ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში კონსულტაციების გაწევას

მიღწეული შედეგები:

  1. იმერეთის რეგიონში დაფუძნდა 2 მცირე ბიზნესი
  2. დაფინანსდა 103 ბენეფიციარის ბიზნეს-გეგმა
  3. 20-მა ადგილობრივმა ბიზნესმა მიიღო შეღავათიანი სესხი

სახელი: ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების პროექტი

განხორციელების პერიოდი: 05.2010-02.2011

განხორციელების არეალი: ქუთაისი, წყალტუბო

დონორები/პარტნიორები: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

სრული ბიუჯეტი: 6,996 $

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 6,996 $

მიზანი: მეწარმეთა მონაწილეობითი როლის ამაღლება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმებისა და თვითდასაქმების პროცესში

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო და კერძო სექტორი

ბენეფიციარები: იძულებით გადაადგილებული 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები: 17-დან 30 წლამდე 236–მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა აიმაღლა კვალიფიკაცია და განივითარა თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარები

მიღწეული შედეგები:

იმერეთის რეგიონში მოქმედმა 100-მა მეწარმემ ტრენინგ კურსების და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით აიმაღლა ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის გამჭვირვალე და ეფექტური სისტემების დანერგვის მეთოდებზე.

  1. 29 ახალგაზრდა დასაქმდა მუდმივ სამუშაოზე
  2. 7-მა ახალგაზრდამ წამოიწყო საკუთარი ბიზნესი
  3. შეიქმნა მეწარმეთა ქსელი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებას

Skip to content