მიმდინარე პროექტები
სახელი: ზრდასრულთა სოციალური ინკლუზიური ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში
განხორციელების არეალი: ბაღდათი
განხორციელების პერიოდი: 22.03.2022 – 30.03.2024
დონორები / პარტნიორები: იაპონიის საელჩო საქართველოში; EDEC-ის მიერ დაფუძნებულ ჰაბიტატთან თანამშრომლობით თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD)
სრული ბიუჯეტი: 99,489 $
პროექტის განსახორციელებლად EDEC- ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 99,489 $
მიზანი: ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 ზრდასრულისთვის სოციალური ინკლუზიური ცენტრის მშენებლობა და გახსნა
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბენეფიციარების მეურვეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები
დაგეგმილი აქტივობები: ახალი სოციალური ინკლუზიური ცენტრის მშენებლობა 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში
მოსალოდნელი შედეგები: აშენებული და მოწყობილია ახალი სოციალური ინკლუზიის ცენტრი 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში
დასრულებული პროექტები
სახელი: სწავლა მეგობრებისგან – პროფესიულიგამოცდილების გაზიარება შშმ პირებთან მუშაობისას
განხორციელების პერიოდი: 28.09.2022 – 30.10.2022
განხორციელების არეალი: ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა (იმერეთი), საგურამო (მცხეთა), ვილნიუსი(ლიეტუვა)
დონორები / პარტნიორები:
სრული ბიუჯეტი: 7,000 €
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერმიღებული ბიუჯეტი: 7,000 €
მიზანი: საქართველოში (მათ შორის სოფლები)შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთანმომუშავე სპეციალისტების უნარ-ჩვევებისგაძლიერება, მათი სამუშაო უსაფრთხოებისა და/ანდასაქმების უნარის განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისხელშეწყობა და სერვისის მიმწოდებლებისშესაძლებლობების გაძლიერება
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობისმქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში დასაქმებული სპეციალისტები, შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ბავშვები და პირები, მეურვეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები
ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონებავშვთა და პირთა დღის ცენტრებში დასაქმებულისპეციალისტები
განხორციელებული აქტივობები:
მიღწეული შედეგები:
სახელი: სენსორული ინტეგრაციის ოთახის მოწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის
განხორციელების პერიოდი: 3.04.2023 – 31.08.2023
განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი
დონორები / პარტნიორები: ქალთა საერათაშორისო ასოციაცია საქართველო, EDEC-ის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD) თანამშრომლობით
სრული ბიუჯეტი: 14,910 GEL
პროექტის განსახორციელებლად EDEC- ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 13,890 GEL
მიზანი: ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სენსორული ინტეგრაციის ოთახის მოწყობა, მათი ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბენეფიციარების მეურვეები და სხვა დაინტერესებული მხარეები
ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
განხორციელებული აქტივობები: სენსორული ოთახის აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით
მიღწეული შედეგები: 6-დან 18 წლამდე შშმ ბავშვებისთვის მოწყობილია სენსორული ინტეგრაციის ოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას
პროექტის სახელი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა სოციალური ინტეგრაციის ცენტრის განახლებითა და აღჭურვით ბაღდათის მუნიციპალიტეტში
განხორციელების პერიოდი: 10.06.2023 – 06.12.2023
განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი
დონორები / პარტნიორები: პოლონეთის საელჩო, EDEC-ის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD) თანამშრომლობით
სრული ბიუჯეტი: 20,000 €
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 20,000 €
მიზანი: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოციალური ინკლუზიის ცენტრის სამზარეულოს მოწყობა და კომფორტული, უსაფრთხო თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბენეფიციარების მეურვეები და სხვა დაინტერესებული მხარეები
ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
განხორციელებული აქტივობები:
- გამოცხადდა ტენდერი სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი სტანდარტებით შესრულებისთვის
- სამზარეულოს სივრცეში განთავსდა სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა, რომელიც მოემსახურება 30 შეზღუდული შესაძლებლობის პირს
- ცენტრის ბენეფიციარები მონაწილეობას იღებენ საჭმლის მომზადების პროცესში. ისინი ერთი მხრივ გამოიმუშავებენ მზარეულისთვის საჭირო პროფესიულ უნარებს და მეორე მხრივ ჩაერთვებიან შრომა თერაპიულ საქმიანობაში
მიღწეული შედეგები:
ახალი სოციალური ინკლუზიის ცენტრის სამზარეულო მოწყობილია და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში
სახელი: თერაპიული მასალის შეძენა
განხორციელების პერიოდი: 01.05.2022 – 31.12.2022
განხორციელების არეალი: ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა (მთელი იმერეთი), საგურამო (მცხეთა-მთიანეთი), ზუგდიდი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)
დონორები / პარტნიორები: პური მსოფლიოსთვის (BfdW); EDEC-ის მიერ დაფუძნებულ ჰაბიტატთან თანამშრომლობით თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD)
სრული ბიუჯეტი: 7,500 €
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 7,500 €
მიზანი: EDEC-ის ოთხი დღის ცენტრის (DCC) და მეტყველების თერაპიის სამი განყოფილების აღჭურვა ახალი სათამაშოებითა და მასალებით ბენეფიციარების შემეცნებითი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური უნარების უკეთესი განვითარებისთვის
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები საქართველოში, EDEC-ის თერაპიის პერსონალი
ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები
განხორციელებული აქტივობები:
- გარე ექსპერტებთან და EDEC-ის DCC-სა და თერაპიის პერსონალთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავდა სათამაშოების, წიგნების, სპორტული და ხელოვნების აღჭურვილობის ყოვლისმომცველი სია
- შეძენილ იქნა სპორტული ინვენტარი და ავეჯი, თერაპიული აღჭურვილობა, მეტყველების თერაპიის აპარატურა, საკერავი მანქანები და მასალები არტთერაპიისთვის და საკუთარი სათამაშოების წარმოებისთვის
- დღის ცენტრების თერაპიის პერსონალს ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი ახალი სათამაშოების, ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის შესაბამისად გამოყენების მიზნით
მიღწეული შედეგები: ქუთაისის, თერჯოლის, სამტრედიის, საგურამოს და ზუგდიდის დღის ცენტრებში შეძენილია თერაპიული მასალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების შემეცნებითი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური უნარების განვითარებისთვის
სახელი: საქართველოში შშმ ბავშვთა და პირთა ოთხი დღის ცენტრის ხელახალი გახსნა კორონავირუსთან დაკავშირებული სავადლებულო დახურვის შემდეგ
განხორციელების პერიოდი: 01.09.2020 – 31.08.2021
განხორციელების არეალი: ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა (მთელი იმერეთი), საგურამო (მცხეთა-მთიანეთი)
დონორები / პარტნიორები: Renovabis e.V.
სრული ბიუჯეტი: 20,240 €
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 20,240 €
მიზანი: 2020 წლის სექტემბრიდან საქართველოს რეგიონებში შშმ პირთა ოთხი დღის ცენტრის ხელახალი გახსნა და პანდემიამდე არსებული ყველა სერვისის უსაფრთხოდ გაგრძელება
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები, ბენეფიციარების მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები
ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები
განხორციელებული აქტივობები:
- ოთხივე დღის ცენტრი აღიჭურვა ჰიგიენური საშუალებებით (სახის ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.), გაუმჯობესდა სანიტარული დანადგარები და გამოიყო დამატებითი პერსონალი მთავრობის ახალ COVID-19-ის ჰიგიენურ რეგულაციებთან შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად
- ეტაპობრივად აღდგა თერაპიის ყველა სერვისი (საჭიროების შემთხვევაში კონტაქტურად და ონლაინ)
- ოთხივე დღის ცენტრში განხორციელდა 74 პანდემიამდელი ბენეფიციარების დაზღვევა
- ჩატარდა ტრენინგები პერსონალთან, ბენეფიციარებთან და მათ მშობლებთან ახალი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჰიგიენური და უსაფრთხოების წესების მნიშვნელობის შესახებ
- ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, კერძო სექტორის, მედიის, საქველმოქმედო და საეკლესიო წარმომადგენლებთან ჩატარდა ცნობიერების ამაღლებისა და ფონდების მოზიდვის ღონისძიებები
სახელი: სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათში – ახალი შესაძლებლობები სოფლად მცხოვრები შშმ პირებისთვის საქართველოში
განხორციელების პერიდი: 01.11.2021 – 31.12.2023 წ.
განხორციელების არეალი: ბაღდათი (იმერეთი)
დონორები / პარტნიორები: პური მსოფლიოსთვის (BfdW); EDEC-ის მიერ დაფუძნებული სოციალური სერვისის მიმწოდებელი ჰაბიტატთან თანამშრომლობით თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD)
სრული ბიუჯეტი: 222,000 €
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 222,000 €
მიზანი: სოფლად და განსაკუთრებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მათი მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები
ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები
განხორციელებული აქტივობები:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე გათვლილი დღის ცენტრი აშენდა და შესაბამისად აღიჭურვა
- ექვსი ახალი სამუშაო ადგილის შეიქმნა (მასწავლებლები, ასისტენტები, მზარეული და მძღოლი)
- შეძენილი იქნა ადაპტირებული მინივენი, ბენეფიციარების უსაფრთხო გადაადგილებისთვის
- შშმ საზოგადოებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, მედიისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დღის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა
- დაორგანიზდა 30 შეხვედრა, თანამშრომლობისა და მოხალისეობის შესაძლებლობების შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან
- სხვადასხვა თაობის, განსაკუთრებით, ასაკოვანი პირები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში
- მოეწყო 12 შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის
- პროექტის დასასრულს გაიმართა ღია კარის დღე დონორებისთვის, ბენეფიციარებისთვის, სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის
მიღწეული შედეგები:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 30 შშმ ბავშვისთვის, აშენდა და სრულად აღიჭურვა შშმ ბავშვთა დღის ცენტრი
- დასაქმდა 6 პირი და დღის ცენტრის საქმიანობებში ჩაერთო 8 უფროსი მოხალისე
- ადგილობრივი მოსახლეობის 500-მდე წევრი ჩაერთო ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო ღონისძიებებში
- დაინტერესებული მხარეებისა და პოტენციური პარტნიორების ერთობლივი მუშაობის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ინკლუზიური განათლებისა და სერვისების განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში
სახელი: საწყისი კორპორატიული საკომუნიკაციო პაკეტი EDEC-ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისთვის „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“
განხორციელების პერიოდი: 01.12.2022 – 30.04.2023 წ.
განხორციელების არეალი: ქუთაისი (იმერეთი), საქართველო
დონორები / პარტნიორები: პური მსოფლიოსთვის (BfdW)
სრული ბიუჯეტი: 12,500 €
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 12,500 €
მიზანი: HEAD-ის კორპორატიული/ვიზუალური იდენტობის განვითარება, ბრენდის სახელმძღვანელოს, შშმ პირებზე ადაპტირებული ვებ გვერდის შექმნა და EDEC-ისგან ორგანიზაციის ვიზუალური გამოყოფის უზრუნველყოფა
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში, მათი მეურვეები, მთლიანი მოსახლეობა
ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
განხორციელებული აქტივობები:
- შემუშავდა HEAD-ის ახალი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მორგებული კორპორატიული დიზაინი
- ამუშავდა HEAD-ის, შშმ პირებზე ადაპტირებული ვებსაიტი, ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო პრინციპების (WCAG) შესაბამისად.
მიღწეული შედეგები: შექმნილია HEAD–ის ახალი ვებ საიტი, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე
სახელი: თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
განხორციელების პერიოდი: 02.2018-01.2021
განხორციელების არეალი: დასავლეთ საქართველო
დონორები/პარტნიორები:
- ევროკავშირი
- საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB)
- ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE)
სრული ბიუჯეტი: 23,582 $
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 23,582 $
მიზანი: დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, მათი უფლებების დაცვა და პოზიტიური ცნობადობის გაზრდა
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა ორგანიზაციები (DPOs), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლება
ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
განხორციელებული აქტივობები:
- ჩატარდა რეგიონალური სემინარი საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით
- შემუშავდა გზამკვლევი შშმ პირთა უფლებებზე და ხელმისაწვდომ სერვისებზე
- ახალი სერვისი “შშმ პირი შშმ პირისთვის’’ შეიქმნა და დაინერგა საქართველოს 3 მუნიციპალიტეტში
- ჩატარდა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი საკონსულტაციო საბჭოს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით
- ჩატარდა ტრენინგი სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქმედი საკონსულტაციო საბჭოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით
- 10 რეგიონიდან 200 ქალი დაესწრო ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებზე
- შეირჩა და დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო, რომელიც უზრუნველყო სოციალური სერვისების მიწოდებას შშმ პირთათვის
- ჩატარდა 2 ადვოკატირების სემინარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიის თემაზე
- დაფინანსდა 5 PR ღონისძიება ადვოკატირების გეგმების განხორციელებისთვის
- მოეწყო 30 საჯარო დებატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების განხორციელების მიზნით
მიღწეული შედეგები: შექმნილი და დანერგილია ახალი სერვისი “შშმ პირი შშმ პირისთვის’’ შეიქმნა და დაინერგა საქართველოს 3 მუნიციპალიტეტში
სახელი: დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ინოვაციური და ეფეტური გადაწყვეტილებები საქართველოსთვის
განხორციელების პერიოდი: 2015–2016
განხორციელების არეალი: მცხეთა-მთიანეთი (ახალგორი), იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი), აჭარის ა.რ. (ბათუმი)
დონორები/პარტნიორები:
- ევროკავშირი (EU)
- ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC)
- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” (CHCA)
სრული ბიუჯეტი:
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი:
მიზანი: ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფა
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული პირები, მასპინძელი თემის წარმომადგენლები, შშმ სტატუსის მქონე ომის ვეტერანები
ბენეფიციარები: იძულებით გადაადგილებული პირები
მიღწეული შედეგები:
- შეიქმნა ბიზნესის ინკუბატორი დევნილთა სტარტაპებისთვის
- 224 ბენეფიციარი დარეგისტრირდა ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობისთვის
და ბიზნეს იდეების განხორციელება-განვითარებისთვის - შეიქმნა სათემო ორგანიზაციების ადგილობრივი ქსელი
- ჩატარდა 8 ტრენინგი 130 ადამიანის მონაწილეობით
- 71 დევნილი დაესწრო კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიების, დასაქმებისა
და თვითდასაქმების ტრენინგებს - 16 მათგანი დასაქმდა
- შეიქმნა 6 ახალი საზოგადოების ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც გააქტიურდა
სახლის მესაკუთრეთა ხუთი პარტნიორობა - 16 ადამიანი ჩაერთო სტაჟირების პროგრამებში
- 63 სხვადასხვა კატეგორიის გრანტი გაიცა