სერვისები

მოხალისეობის ციფრული ვებ პლატფორმა VOLUNTEER.GE

ელექტრონული სწავლების ვებ პლატფორმა ELEARNING.EDEC.GE

ბიზნეს
კონსულტაციები

საკონფერენციო
სივრცე

რა არის volunteer.ge

ციფრული პლატფორმა, რომლის მისიაა ერთმანეთთან დააკავშიროს მოხალისეები და მათი მასპინძელი ორგანიზაციები. VOLUNTEER.GE ის სივრცეა, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი რესურსები, ცოდნა და გამოცდილება მიმართონ სხვის დასახმარებლად და ერთმანეთს გაუზიარონ სიკეთე.

რატომ VOLUNTEER.GE

ქვეყნის ერთადერთი მოხალისეობაზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმა, სადაც ერთდროულად ხდები მოხალისეც და მისი მხარდამჭერიც. მონაწილეები პრაქტიკული საქმიანობისათვის განკუთვნილ დროს “აბანდებენ” ვოლუნტერის დროის ბანკის სისტემაში, ამასთანავე შესაძლებლობა აქვთ „გამოითხოვონ“ თავიანთი დახარჯული დრო თავიანთი საჭიროებისათვის. დროის აღრიცხვა ხდება სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე. Volunteer.ge ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს აღრიცხონ მოხალისეობრივი საქმიანობები და ხელი შეუწყონ მოხალისეობრივი საქმიანობის აღიარებას.

რა არის Elearning.edec.ge

Elearning.edec.ge არის ელექტროლური მოხალისეობის დანერგვის პლატფორმაა, რომლის დახმარებით დაეუფლებით დამოუკიდებლად სწავლისთვის საჭირო ტექნიკებს და რაც მთავარია, თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე სასწავლო პროცესის ორგანიზებას შეძლებთ.

Elearning.edec.ge. ის სასწავლო კურსი, ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი განკუთვნილია ნებისმიერი მოხალისეობით დაინტერესებული ადამიანისთვის, რომლის დასრულების შემდგეგ ისინი შეძლებენ მოხალისეორივ აქტივობებში დამოუკიდებლად ჩართვას. ხოლო მეორე ნაწილი ითვალისწინებს კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირებას, თავიანთ ორგანიზაციებში მოხალისეორივი შესაძლებლობების შეფასებისა და განვითარების მიზნით.

ბიზნეს და სოციალური მეწარმეობის საკონსულტაციო ცენტრი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გთავაზობთ უფასო ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას. ბიზნეს და სოციალური მეწარმეობის საკონსულტაციო ცენტრის მიზანია სოციალური მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. უფასო კონსულტაციით სარგებლობა შეუძლიათ სოციალური მეწარმეობის და მცირე და საშუალო ბიზნეს საქმიანობის განვითარებით დაინტერესებულ პირებს: 

  • ახალგაზრდებს.
  • სკოლების და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს.
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს.
  • სოფლად მცხოვრებ ქალებს.
  • იძულებით გადაადგილებულ პირებს.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს/მეურვეებს ან ოჯახის წევრებს.

ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

  • ბიზნეს დაგეგმარებაში დახმარება.
  • ფინანსური ანალიზი, ფინანსური მოდელის შემუშავება.
  • მარკეტიგული ანალიზი, ბაზრის კვლევა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება.
  • ახალი პროდუქციის განვითარება და ზრდის სტრატეგიების შემუშავება.
  • ბიზნესის წამოწყებისთვის და განვითარებისთვის რესურსების მოძიებაში დახმარება.
  • საინვესტიციო პროექტის და ბიზნეს გეგმის მომზადებაში დახმარება.
  • ექსპორტის შესაძლებლობის ანალიზი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში (DCFTA) ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაცია.
  • აგრობიზნესების და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების რჩევები იურიდიულ, ექსტენციის და ბიზნესის განვითარების საკითხებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ინგოროყვას #64, 4600, ქუთაისი
ელ. ფოსტა: [email protected]
ოფისი: (0431) 25-13-30 

ტრენინგ ცენტრი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გთავაზობთ კომფორტულ და თანამედროვედ აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეებს.

 
ჩვენი უპირატესობები:
 
  • ცენტრალური ადგილმდებარეობა;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა;
  • კვებით მომსახურება;
Previous slide
Next slide
 
სივრცე I – გათვლილია მცირე და საშუალო ჯგუფებზე, მთლიანი ფართი 30 მ2
 
  • თეატრალური წყობა – 30 პერსონა
  • U – ფორმა – 16 პერსონა
  • ბარის სტილი – 15 პერსონა
 
სივრცე II – გათვლილია მცირე და საშუალო ჯგუფებზე, აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით (12 პერსონალური კომპიუტერი). მთლიანი ფართი 24 მ2
მაქსიმალური რაოდენობა 12 პერსონა
 
სივრცე III – მთლიანი ფართი 24 მ2
გათვლილია 7–8 კაციანი მცირე ჯგუფებისთვის
 
სივრცე IV – გათვლილია მცირე და საშუალო ჯგუფებზე, მთლიანი ფართი 30 მ2
მრგვალი მაგიდა – 15 პერსონა
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: გრიშაშვილის მე-4 შეს. #8 4600, ქუთაისი
ელ. ფოსტა: [email protected]
მობილური: 551 18 18 70
ოფისი: (0431) 25-13-33 
Skip to content