ქეთი ქიტიაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ქეთი ქიტიაშვილი 2020 წლის ივლისიდან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გუნდის
წევრია. მისი, როგორც ორგანიზაციის საზოგადოებასთან
ურთიერთობის მენეჯერის ერთ–ერთი ძირითადი პასუხისმგებლობა ორგანიზაციის კორპორატიული
იმიჯის განვითარება და დაცვაა. იგი ასევე პასუხისმგებელია ბენეფიციარებთან, დონორებთან,
მხარდამჭერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან EDEC-ის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოზიტიური იმიჯის შექმნაზე.
ქეთის 10 წლიანი სამუშო გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებსა
და საერთაშორისო პროექტებში. იგი მუშაობდა ადმინისტრაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობების
მიმართულებებით.
2020 წელს მან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადოებრივი ურთიერთობების
მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2016 წელს ქეთიმ გაიმარჯვა ნიდერლანდების უმაღლესი განათლების თანამშრომლობის (NUFFIC) სტიპენდიების პროგრამაში
და წარმატებით დაასრულა საერთაშორისო კორპორაციული ურთიერთობების მოკლევადიანი კურსი
ნიდერლანდებში.

Skip to content