ნანა წოწონავა

პროექტის მენეჯერი

ნანა წოწონავა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2017 წლიდან შეუერთდა. ის განათლების პროგრამის კოორდინატორი იყო და ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტების განვითარებასა და კოორდინირებიაზე ზრუნავდა. ამ პოზიციის დაკავებამდე ნანა EDEC-ის ფონდების მოძიების კოორდინატორი იყო და ორგანიზაციის პროგრამული მიმართულებების მიხედვით რესურსების მობილიზებაზე და ფონდების მოძიებაზე ზრუნავდა. ამჟამად ნანა პროექტის “ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად” მენეჯერია.

ნანა 15 წლის განმავლობაში საბანკო სექტორში მუშაობდა. თავდაპირველად „თიბისი ბანკში“ უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე, მოგვიანებით კი, „ბანკი რესპუბლიკას“ საოპერაციო ჯგუფის უფროსი იყო. აქვს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ საზოგადოებრივი პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ნანამ აკადემიური განათლება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მას ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. ასევე ბიზნესისა და მართვის სპეციალობას დაეუფლა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

Skip to content