ნათია ნამიჭეიშვილი 2018 წლის მარტიდან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია, თუმცა ორგანიზაციას 2012 წელს შეუერთდა. EDEC–ში მუშაობისას იგი სხვადასხვა პროექტის მართვას და კოორდინირებას უზრუნველყოფდა.როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნათიას უშუალო პასუხისმგებლობაა ორგანიზაციის პროგრამული დაგეგმვა და მართვა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, რისკების შეფასება და საზოგადოებრივ საქმიანობში ორგანიზაციის მისიის და მიზნების წარმოჩენა.ნათიამ აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ისტორიის პედაგოგის კვალიფიკაცია მიენიჭა. 7 წლის განმავლობაში ქუთაისის #32 საჯარო სკოლის ისტორიის, სამართალმცოდნეობისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად მუშაობდა. 2005 წლიდან 2012 წლამდე ამავე სკოლის დირექტორი იყო. ნათია არაერთ ტრენინგში, სემინარსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდა, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მას თავადაც აქვს ტრენერობის ხანგრძლივი გამოცდილება. ნათია არაერთი გამოცემის ავტორი და თანაავტორია.