ლენი შულცი მოწვეული პროფესიონალია, რომელიც გერმანულმა ორგანიზაციამ „პური მთელი მსოფლიოსთვის“ 2022 წლის დეკემბერში საქართველოში გამოგზავნა. მისი ჩამოსვლის მიზანია, დაეხმაროს EDEC-ის მიერ დაფუძნებულ სოციალური სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციას, ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD), სტრატეგიის შემუშავებაში, მდგრადი და ეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.
როგორც ეკონომისტის, ლენის მუშაობა ყოველთვის იყო ორიენტირებული პროექტების მართვასა და ორგანიზაციულ განვითარებაზე. სწავლის დასრულების შემდეგ იგი შეუერთდა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს შოკოლადის კომპანიას და ხელმძღვანელობდა ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებს ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე. ლენიმ, როგორც მოხალისემ, ერთი წელი გაატარა სამხრეთ აფრიკაში და მუშაობდა მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ინკლუზიურ და ურბანულ ცვლილებებზე. მოხალისედ მუშაობის შემდეგ, ლენი ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების საკითხებით დაინტერესდა და მოიპოვა ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიკატი. პრაქტიკული გამოცდილების მიღება მან, როგორც, მცირე და დიდ კომპანიებთან, ასევე საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობით დაიწყო. მას შემდეგ ორგანიზაციების მხარდაჭერა და ორგანიზაციული კულტურის საკითხებზე ორიენტირება ლენის მთავარი მიზანი გახდა.
2021 წელს ლენი შეუერთდა ორგანიზაციას „პური მთელი მსოფლიოსთვის“, როგორც ტექნიკური მრჩეველი პაპუა-ახალ გვინეაში, სადაც იგი სხვადასხვა ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს განვითარებაში ეხმარებოდა. ლენი მზად არის, რომ მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს HEAD-ის, როგორც სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის განვითარებას.