სოფიო ფუტკარაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

სოფიო ფუტკარაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2015 წლიდან შემოუერთა. 2015–2018 წლებში ის იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ხოლო 2022 წლის აპრილიდან სოფიო ორგანიზაციაში კვლავ ამ პოზიციაზე მუშაობს. სოფიოს მოვალეობებში შედის ორგანიზაციის კორპორატიულ იმიჯზე ზრუნვა, ბენეფიციარებთან, პარტნიორებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა, ასევე სამიზნე რეგიონებში ცნობადობის გაზრდა და ორგანიზაციის დადებითი იმიჯის განმტკიცება.

სოფიოს კერძო თუ საჯარო სტრუქტურებში 12  წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. 2007–2008 წლებში ის იყო  სარეკლამო კომპანიის ‘’TV LINE’’ გაყიდვების მენეჯერი.  პარალელურად მუშაობდა სააფთიაქო ქსელის ,,PSP’’ მონიტორინგის სამსახურში. 2008-2009 წლებში ის ტურისტული კომპანია ‘’Happy Travel’’ –  ის გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. 2011–2015 წლებში სოფიო ააიპ ბაგა – ბაღების გაერთიანების მეთოდისტი გახლდათ და მის მოვალეობებში შედიოდა ბაგა – ბაღების ფსიქოლოგთა და ლოგოპედთა კურატორობა და სასწავლო სააღმზრდელო პროცესების მონიტორინგი ქალაქის საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში.  2020 – 2022 წლებში სოფიო ამერიკაში, კერძოდ  ქალაქ ნიუ–იორკში დაფუძნებული კომპანიის ‘’Translog Corp’’ – ის თანადამფუძნებელი და აღასრულებელი მენეჯერი იყო.

სოფიომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. გაიარა გრძელვადიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში “GIPA”. ის არაერთი ტრენიგ-სემინარის და სასწავლო კურსის მონაწილე იყო.

Skip to content