USAID-ის მისიის დირექტორი, დაგლას ბოლი PITA-ს თემატურ სკოლას ეწვია

USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში, დაგლას ბოლი PITA-ს თემატური სკოლის – სოციალური მეწარმეობა, პასუხისმგებლობა და ინოვაციები” მონაწილეებს შეხვდა.

დაგლას ბოლი სკოლის მონაწილეებს სამოქალაქო და ბიზნესსექტორებს შორის თანამშრომლობის როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

5 დღიანი თემატური სკოლა სოციალური მეწარმეობა, პასუხისმგებლობა და ინოვაციები” თბილისში იმართება, რომელშიც 30 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.

სკოლის ფარგლებში მონაწილეები სოციალური მეწარმეობის თემაზე გადიან ტრენინგებს, ხვდებიან წარმატებულ მეწარმეებს და სტუმრობენ აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს.

სკოლამ სტარტი 8 ოქტომბერს აიღო და 12 ოქტომბერს დასრულდება.

თემატური სკოლა ხორციელდება ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content