დასაქმების კონსულტანტებისთვის ტრენინგ–კურსი დაიწყო

დღეს, ქალაქ ბორჯომში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების სერვის ცენტრების, აჭარის დასაქმების სააგენტოს და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელთათვის ტრენინგ–კურსი „კარიერის დაგეგმვა და მართვა“ დაიწყო.

კურსის მიზანია კარიერის დაგეგმვის სერვისებში ჩართულმა კონსულტანტებმა გაიაზრონ კარიერის დაგეგმვის და მართვის არსი, მიზანი და პროცესი; გაეცნონ სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკებს; შეიძინონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები კარიერის დაგეგმვისა და მართვის დროს საჭირო ინსტრუმენტების, ტექნიკების და მეთოდების შესახებ.

ტრენინგ–კურსი, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მის ფარგლებში, დასაქმების კონსულტანტები ერთ თვიან ონლაინ ტრენინგებსა და ქოუჩინგს გაივლიან.

ტრენინგებს უძღვებიან ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (ICDC) ექსპერტები.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content