ჩვენს ირგვლივ სამყაროა, რომელიც დაუთვლელი, ამოუხსნელი მოვლენებით აოცებდა და დღემდე აოცებს ძველ და თანამედროვე ადამიანს…” – ასე დაიწყო შეხვედრა ურავის საჯარო სკოლის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ფიქრია ბერიშვილმა და ბავშვებს „სამყაროს ამბების“ შესახებ ფიქრები აუშალა.
შეხვედრაზე დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ის მოსაზრებები მოისმინეს რაც სამყაროს შესწავლით დაინტერესებულმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, წარმოთქვეს და ჩაწერეს.
რა ხდება მათ ირგვლივ, საკუთარი თვალით დანახულ და უხილავ სამყაროში, სამყაროს რა ნაწილს წარმოადგენენ თვითონ და რა შესაძლებლობებს უხსნით მათ სამყარო – ეს იყო ძირითადი თემები რის ირგვლივაც ისაუბრებს და ყველა შეთანხმდენენ იმაზე, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, ყველა სამყაროს ნაწილი ვართ და ყველას შეგვიძლია რაღაც შევცვალოთ!