ტრენინგის მიზანი ქალების გააქტიურება და მათ მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სერვისების ინიცირების პროცესის წახალისებაა.
ტრენინგის მეორე დღეს მონაწილეებს ექსპერტმა ქრისტინე კანდელაკმა მიაწოდა ინფორმაცია რესურსების მობილიზების თანამედროვე მოდელების შესახებ. დღის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგში მონაწილე ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კონკურსის პრინციპით შეარჩიეს.
ტრენინგები ეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის” ფარგლებში. პროექტს საქართველოს არბაითერ–სამარიტერ–ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” თანამშრომლობით ახორციელებს.