ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ხანდაზმულთა სახლს ესტუმრნენ და ბენეფიციარებთან ერთად დოკუმენტურ ფილმს „ნაირა და ნორიკო” უყურეს.
დოკუმენტური ფილმი ორი ქუთაისელი ქალის, 77 წლის ნაირასა და 87 წლის ნორიკოს მეგობრობაზე მოგვითხრობს. ქალბატონების ურთიერთობას ფიზიკური დისტანცია ხელს ვეღარ უშლის და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ისინი ისევ ახერხებენ ერთად სიმღერას.
ახალგაზრდული ცენტრის წევრები ხშირად სტუმრობენ ხანდაზმულთა სახლს. მათი სურვილია თაობებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან და ხანდაზმული ადამიანები მუდმივად ახერხებდნენ საზოგადოებაში სოციალიზაციას.
ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).