შემაჯამებელი ღონისძიება ,,ჩვენი ამბების ნაძვის ხე“

21 დეკემბერს TBC გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ჯადოსნური სამყარო” წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩვენი ამბების ნაძვის ხე” გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მეგობრობის ნაძვის ხე, სადაც გამოიფინა დღის ცენტრის და მეგობარი ორგანიზაციების მეგობრობისა და თანამშრომლობის ისტორიები.

ღონისძიება მაკდონალდსმა სახის მოხატვისა და ბუშტების აქციით გაალამაზა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადასცა.

წმ. სერაფიმ საროველის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელმა სოფიო ბაძგარაძემ დღის ცენტრი სხვადასხვა საჭიროებებისთვის თანხით დაასაჩუქრა.

დღის ცენტრის ბიბლიოთეკას გაზეთმა P.S.-მა წელსაც შემატა წიგნები.

თოვლის ბაბუასთვის მიწერილი სურვილები კი ბავშვებს ორგანიზაცია მშობლები საქართველოს მომავლისთვის” აუსრულა.

ბურთები, თოჯინები, მანქანები, საათები სპეციალურად მოწვეულმა თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა გადასცეს პატარებს.

ღონისძიების დასარულს დღის ცენტრმა ჯადოსნური სამყარო” მეგობრობის ვარსკვლავი აანთო.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content