თამუნა ქოქოშვილი გორის სილამაზის სალონში ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე მუშაობს.
,,ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია კმაყოფილი მომხმარებელია. ”
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის შესახებ ვერხვების დევნილთა დასახლებაში გავიგე და გადავწყვიტე ადგილზე მისვლა. დიდი ხნის მანძილზე დაუსაქმებელი ვიყავი, ამიტომ არ ვიცოდი რა სფეროში მომესინჯა საკუთარი თავი. კონსულტანტებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა კომპეტენციების ამაღლების საჭიროება. დავეუფლე ისეთ ტექნიკებს, როგორიც არის სამოტივაციო წერილის წერა და დამსაქმებელთან საკუთარი უნარების სწორად წარმოჩენა. შეძენილი ცოდნა საკუთარი თავის აღმოჩენაში, ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვაში დამეხმარა. მალევე დასაქმების ცენტრმა ერთ–ერთ სილამაზის სალონთან დამაკავშირა, სადაც მქონდა შესაძლებლობა შემესწავლა ლაზეროთერაპევტის პროფესია და დავსაქმებულიყავი. დაახლოებით ერთ თვეში უკვე შევძელი პირველი მომხმარებლის მიღება, რამაც მეტი ძალა და მოტივაცია მომცა. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს ახალი პროფესია და სამუშაო ადგილი, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.