დღეს, კიდევ ერთი წარმატებული დასაქმების შესახებ გიამბობთ. 22 წლის ანანო გუმბერიძემ პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, ქუთაისის დასაქმების ცენტრში მივიდა და დასაქმების კონსულტანტებთან გასაუბრება გაიარა. კონსულტანტებმა მასზე მორგებული ინდივიდუალური გეგმა შეადგინეს, ანანოს ყველა შესაძლებლობისა და სურვილის გათვალისწინებით და რამდენიმე პოზიცია შესთავაზეს.
ანანომ ,,მინისოში“გაყიდვების კონსულტანტის პოზიცია შეარჩია. დასაქმების კონსულტანტებმა რეზიუმე მოუმზადეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ანანომ წარმატებით გაიარა გასაუბრება დამსაქმებელთან და დღეს მინისოს გუნდის ღირსეული თანამშრომელია. რაც მთავარია მას უყვარს თავისი საქმე და სამუშაო გარემო რასაც კომპანია სთავაზობს.
,,დასაქმების ცენტრში ძალიან თბილი გარემო და კვალიფიციური კონსულტანტები დამხვდნენ. არ ვიცოდი ზუსტად სად და რა სფეროში შევძლებდი დასაქმებას. ვარ სტუდენტი და ჩემი დიდი სურვილი იყო საკუთარი შემოსავალი მქონოდა. კონსულტანტებთან გასაუბრების პროცესში, ლოგიკურად განვსაზღვრეთ ჩემი კარიერული შესაძლებლობები. ერთობლივად შევადგინეთ რეზიუმე. ინდივიდუალური კონსულტაციები დამეხმარა ჩემი თავი ეფექტურად წარმომეჩინა გასაუბრებაზე. საბედნიეროდ, მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოში აღმოვჩნდი. მომწონს ჩემი სამსახური და მიხარია რომ ,,მინისოს“ გუნდის წევრი ვარ’’- გვიყვება ანანო.