წარმატების ისტორია რაჭიდან

კარლი კობახიძე ამჟამად თიბისი ბანკში, მინი-ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე მუშაობს.

“ჩემი დიდი სურვილია  ოჯახები მშობლიურ კუთხეებს დაუბრუნდნენ, ყველა სახლში ენთოს სინათლე და ბავშვების ჟრიამული ისმოდეს.”

პანდემიის პერიოდში ოჯახთან ერთად, დედაქალაქში ვცხოვრობდი.  გამოწვევებით სავსე პერიოდთან გამკლავება არავისთვის იყო მარტივი, მაგრამ, ხდება ისეც, რომ სწორედ რთულ დროს ვიღებთ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილებებს. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა და მშობლიურ რაჭას დავუბრუნდი.  რეგიონებს თბილისთან შედარებით  უჭირთ. ნაკლები შესაძლებლობებია, თუმცა  არ შემშინებია. მჯერა რომ ძლიერ და მიზანდასახულ ადამიანებს ყოველთვის შესწევთ უნარი დაბრკოლებების მიუხედავად გზა განაგრძონ.  ძალიან განვიცდი მიტოვებულ მამაპაპისეულ სახლებს რომ ვხედავ. სახლი პატრონის გარეშე სევდიანი და ცარიელია.  ახალგაზრდებმა უნდა შევქმნათ შესაძლებლობები, ოჯახები მშობლიურ კუთხეებს დაუბრუნდნენ, ყველა სახლში ენთოს სინათლე და ბავშვების ჟრიამული ისმოდეს. ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო –  მინდოდა სხვებისთვისაც სტიმული მიმეცა.

დაბრუნების შემდეგ, მალევე სამუშაოს ძიება დავიწყე. დროის გაცდენა არ მინდოდა, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. ვთვლი რომ მოძრაობა უკვე წარმატებაა და ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს. ხშირად ვადევნებდი თვალს სოციალურ ქსელებში დასაქმების შესაძლებლობებს და ასე გავიგე დასაქმების ცენტრის შესახებ. ადგილზე მისვლა და გასაუბრება გადავწყვიტე. საბანკო სფეროში 2 წლიანი გამოცდილება მქონდა, შესაბამისად მინდოდა ამ მიმართულებით მეპოვა სამსახური. დასაქმების კონსულტანტებს ჩემი ინტერესების შესახებ მოვუყევი და სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში დავრეგისტრირდი.  შეხვედრის შემდეგ,  გამიჩნდა განცდა რომ სასურველი ვაკანსია მალე  გამოჩნდებოდა და მეც ამ შანსს გამოვიყენებდი. ასეც მოხდა, ცენტრიდან რამდენიმე კვირაში დამიკავშირდნენ და დამსაქმებელთან გასაუბრებაზე გამგზავნეს. წარმატებული ინტერვიუს შემდეგ თიბისი ბანკში, მინი-ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე დავსაქმდი და რეგიონის მასშტაბით 50000 ლარამდე უზრუნველყოფილ ბიზნესს სესხებს გავცემ. ვფიქრობ აქ დასაქმება ორმაგად პროდუქტიულია. მაქვს სტაბილური შემოსავალი და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი რეგიონის მკვიდრებს ახალი ბიზნესის დაწყებაში ან არსებულის გაძლიერებაში ვეხმარები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content