ჩვენი მისია

არასამთავრობო ორგანიზაციის „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

ჩვენი ფასეულობები

თანაბარი
შესაძლებლობები

სამართლიანობა

გამჭვირვალობა

თავისუფალი
არჩევანის
უფლება

პარტნიორობა

პროგრამული მიმართულებები

ჩვენი გუნდი

გამგეობის თავმჯდომარე

აღმასრულებელი დირექტორი

ფინანსური მენეჯერი

ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

სოციალური მედიის და კომუნიკაციის კოორდინატორი

ოფის მენეჯერი

მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი

პროექტის კოორდინატორი

ვებ ადმინისტრატორი

IT სპეციალისტი

პროექტის კოორდინატორი

პროექტის მენეჯერი

პროექტის კოორდინატორი

ისტორია

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას წინ უძღვის „ქუთაისის ახალგაზრდული სათემო ცენტრის“ სახელით სამწლიანი მუშაობის ისტორია. ახალგაზრდული სათემო ცენტრი World Vision საქართველოს მიერ 2004 წელს დაარსდა და საქართველოს მთავრობის დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურებოდა, რაც ბავშვთა სახლების რეორგანიზაციას, ბავშვთა მიტოვების პრევენციას, მათ შვილობილობასა და ალტერნატიული ზრუნვის სერვისებში ჩართვას გულისხმობდა. სათემო ცენტრი ადმინისტრირებას უწევდა საპილოტე მცირე საოჯახო ტიპის სახლებს“, სადაც ბავშვთა სახლების ყოფილი აღსაზრდელები სრულწლოვანებამდე ოჯახურ პირობებთან მიახლოებულ, მზრუნველ გარემოში ცხოვრობდნენ. ცენტრი სოციალურად დაუცველ ოჯახებს აძლიერებდა, ეხმარებოდა საარსებო წყაროების მოძიებასა და ეკონომიკური თვითკმარობის მიღწევაში.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი დამოუკიდებელ ორგანიზაციად 2008 წლის 10 იანვარს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ორგანიზაცია ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, სათემო ჩართულობის ამაღლების, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების და რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებებით აქტიურად მუშაობს. 2017 წელს რებრენდირების შემდეგ, ცენტრი ბენეფიციარებსა და პარტნიორებს განახლებული იმიჯითა და შემართებით ემსახურება.

დღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, განათლების, სოციალური სერვისების განვითარების და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. სათავო ოფისი ქუთაისში მდებარეობს, ხოლო ოფისები/წარმომადგენლობები –ზუგდიდში, გორში, თერჯოლაში, სამტრედიასა და საგურამოში.

გასული წლების განმავლობაში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა დააგროვა, როგორც სოფლად, ისე ქალაქად მუშაობის ფასდაუდებელი გამოცდილება უფლებების დაცვის, განათლების, დასაქმების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ცნობიერების ირგვლივ. ორგანიზაციის ისტორია 60-ზე მეტ წარმატებით განხორციელებულ პროექტს ითვლის. ცენტრი 50–ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. დღეს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ინსტიტუციონალურად ძლიერი ორგანიზაცია

2020

COVID-19 კრიზისის დროს დისტანციური სწავლებისას არსებული გამოწვევების დაძლევის მეთოდების განვითარება.

2019

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების განვითარება და განხორციელება

2018

ქართულ ენაზე ადაპტირებული ორმხრივი მოხალისეობის საერთაშორისო პლატფორმის „დროის ბანკის“ შექმნა

2017

მოხალისეობის კულტურის პოპუარიზაციისა და განვითარების მხარდამჭერი მექანიზმების დანერგვა 

2016

სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა

2015

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესაძლებლობების განვითარება

2014

იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მხარდამჭერი სერვისების განვითარება

2013

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული დასაქმების მოდელის დანერგვა

2012

ახალგაზრდების გააქტიურება და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვა

2011

მოქალაქეთა მონაწილეობაზე დაფუძნებული ბიუჯეტირების მოდელის დანერგვა ქუთაისში

2010

სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება სკოლებში

2009

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სერვისების განვითარება

2008

დეინსტიტუციონალიზაციის მხარდაჭერა იმერეთის რეგიონში

ვისთან ვმუშაობთ

სამიზნე ჯგუფები

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
  • ადგილობრივი თვითმმართველობა
  • ცენტრალური სახელისუფლებო ორგანოები
  • კერძო სექტორი
  • საქართველოს მოსახლეობა

ბენეფიციარები

  • ახალგაზრდები
  • სამუშაოს მაძიებლები
  • იძულებით გადაადგილებული პირები
  • კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები
  • სოციალურად დაუცველი პირები
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები და ბავშვები
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსმ) ბავშვები
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები
  • მრავალშვილიანი დედები
  • სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები

როგორ ვმუშაობთ

ადამიანების გაძლიერება

განათლების, კარიერული შესაძლებლობების, მენტორინგის და ადვოკატირების სერვისების უზრუნველყოფით, ჩვენ ვაძლიერებთ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც განიცდიან სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, ტექნოლოგიური თუ გარემოსთან დაკავშირებული რესურსების ნაკლებობას, ან აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეულ პრობლემებს.

სინერგიების შექმნა

ჩვენ ვქმნით სინერგიებს საჯარო, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის უკეთესი შედეგების მისაღწევად. კავშირების გაძლიერებისა და რესურსების გაერთიანების გზით, ჩვენ ვაუმჯობესებთ სერვისებს და ვზრდით მათზე წვდომას.

შესაძლებლობების შექმნა

ჩვენ ვქმნით შესაძლებლობს და ამგვარად ვაძლიერებთ საზოგადოებას. ჩვენ ვეძებთ ორგანიზაციებსა და კომპანიებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, მიზნებსა და ენთუზიაზმს, ვთანამშრომლობთ, რათა არა მხოლოდ გადავჭრათ დღევანდელი პრობლემები, არამედ გავაძლიეროთ ადამიანები, რომლებიც გაუმკლავდებიან ხვალინდელ გამოწვევებს.

ინოვაციების დანერგვა

კვლევისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადაპტირების გზით, ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ მიდგომებსა და პროგრამებს საგანმანათლებლო პროცესის, კარიერული განვითარების შესაძლებლობების და საზოგადოებრივი სერვისების ხარისხისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

ჯილდოები

2021

საუკეთესო პარტნიორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო (EAARA)

2021

მადლობის სიგელი. „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) მადლობას უხდის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) წარმატებული

2021

PH International – საქართველოს ჯილდო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

2021

მადლობის სერტიფიკატი საქართველოს სპეციალური ოპერაციების სამხედრო მომსახურებისა და აშშ სახმელეთო ძალების სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის პარტნიორების სახელით, განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბების სწავლებაში გამოჩენილი

2019

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მადლობის სიგელი. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების პროექტებში აქტიური მონაწილეობისთვის.

2019

წლის საუკეთესო პარტნიორი – სოციალური მომსახურების საგრანტო, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი

2018

საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლის ხე“ სერტიფიკატი სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გამარჯვებისათვის

2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელი პროგრამა „საქართველოს მოხალისე“-2018 -ის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის

2018

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მადლობის სიგელი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის

2017

PH International – საქართველოს ჯილდო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ სამოქალაქო განათლების პროექტებში წარმატებული თანამშრომლობისთვის

2017

PH International – საქართველოს სერტიფიკატი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ სამოქალაქო განათლების პროექტებში წარმატებული თანამშრომლობისთვის

2017

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ყველაზე აქტიური მომხმარებლის სიგელი

2016

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მადლობის სიგელი ქუთაისის მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობისთვის

2016

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ჯილდო – წლის საუკეთესო პარტნიორი

2014

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი ცენტრის დირექტორს ლიკა კილაძეს აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის

2014

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მადლობის სიგელი ფესტივალში “აფხაზეთიდან აფხაზეთამდე! მდიდარი წარსული – ღირსეული მომავლისაკენ“ მონაწილეობისათვის.

2010

World Vision საქართველო – მადლობის წერილი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის

2007

თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის საპატიო სიგელი 2007 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის

დონორები და პარტნიორები

Skip to content