პროგრამები
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება
ეკონომიკური
განვითარება
სოციალური სერვისების განვითარება
განათლება
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე ფართო და მრავალკომპონენტიანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის პროექტი ხორციელდება. ყველა პროექტი ხელს უწყობს საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ლიბერალური ღირებულებების დანერგვას. სამოქალაქო აქტივიზმის, თითოეული ინდივიდის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, თანასწორობის და მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაძლიერებას.
ეკონომიკური განვითარება
ეკონომიკური განვითარების პროგრამის მიზანია სამრეწველო მიმართულების მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და თვითდასაქმების პროცესების ხელშეწყობა, მოქალაქეთა მიერ საკუთარი შრომის ხარჯზე ღირსეული საარსებო პირობების შექმნის მხარდაჭერა და თვითკმარი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა.
სოციალური სერვისების განვითარების პროგრამა
სოციალური სერვისების განვითარების პროგრამის მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა ხელმისაწვდომობის გაზრდა მათ საჭიროებაზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებზე. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია ხელს უწყობს სამიზნე ჯგუფების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას საკუთარი უფლებების, მათი დაცვის, სახელმწიფოსა და საზოგადოების როლის და სახელმწიფო დაცვის მექანიზმების შესახებ.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების შექმნის მიმართულებით თანამშრომლობს სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებლო სტრუქტურებთან.
2017 წლიდან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი კავკასიაში თანადგომის განმახორციელებელ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელის (CCC) წევრია, რომელიც 35 ორგანიზაციას აერთიანებს იმისათვის რომ მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები საზოგადოების ყველა
მოწყვლად ჯგუფებს აძლევდეს მათი უფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას.
ბავშვთა დაცვა
ბავშვთა დაცვის პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მზრუნველობამოკლებული ბავშების უფლებების დაცვა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ორგანიზაციის ეს მიმართულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს და ხელს უწყობს მათი ოჯახების გაძლიერებას.
სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და საგურამოს დღის ცენტრებს. დღის ცენტრები ინდივიდუალურ, ფუნქციონალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებზე მორგებულ მომსახურებას აწვდის 6-18 წლის ასაკის ათეულობით ბავშვს და მათ ოჯახებს.
განათლება
განათლების პროგრამების მიზანია ადგილობრივი შრომის ღია ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ფორმალური, არაფორმალური, პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობით. ორგანიზაციას შექმნილი აქვს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის ეფექტური მექანიზმი, რომლის მიზანსაც საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული საჭიროებების გამოვლენა და „საგანმანათლებლო ჩიხების“ აღმოფხვრა წარმოადგენს.
სწორედ ამ მიმართულებით ორგანიზებული კვლევების შედეგებს ეფუძნება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიმდინარე საგნამანათლებლო პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების და მათ შორის ორგანიზაციების საჭიროებებზეა მორგებული და დაინტერესებულ პირებს კომპეტენციაზე დაფუძნებულ და ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენებაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს. ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები ტარდება კომფორტულ და თანამედროვედ აღჭურვილ სატრენინგო სივრცეში. ტრენინგებს უძღვებიან პროფესიონალი ტრენერები. საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების პროცესში მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილია მაქსიმალურად მაღალი ხარისხი და კეთილგანწყობილი გარემო.